თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

access_time2020-09-29 21:02:02

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:


• MailJail Automated Email Interception and Monitoring System - ელექტრონული შეტყობინებების ავტომატური მონიტორინგის ახალი სისტემა.


• InsureWise - პლატფორმა თავს მოუყრის სადაზღვევო პროდუქტებს და საშუალებას მისცემს მომხმარებელს შეადაროს, შეარჩიოს, შეიძინოს და შემდგომ მართოს პროდუქტი.


• REVI BOXES - მშენებლობა მეორედი სატვირთო კონტეინერების გამოყენებით სასტუმრო სექტორისთვის.


• SMART FERT 4.0 - ახალი თაობის, ნიადაგის მასტრუქტურირებელი „ჭკვიანი“ სასუქი-დანამატები.


• CORVIS - პროექტის მიზანია შესყიდვების პროცესების სრული ციკლის გამარტივება.


• InterREIT.com - Real Estate Shares Trading Platform - კომპლექსური პროექტის მეშვეობით საინვესტიციო ბიზნესი ხელმისაწვდომი გახდება მცირე და საშუალო ინვესტორებისთვის. პროექტი აერთიანებს ორ ციფრულ - უძრავი ქონებისა და SPMS საზიარო ქონების მართვის პლატფორმებს.


• DENTOS - Dental Platform - სტომატოლოგიური პლატფორმა (ღრუბლოვანი ტექნოლოგია), რომელიც უზრუნველყოფს სტომატოლოგიური სერვისების ციფრულ და სწრაფ მიღებას.


• Logisticwise - ელექტონული კომერციის ლოჯისტიკის სრული ციკლის მართვის პლატფორმა, რომელიც მოიცავს ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დამყარებულ საწყობის, შეკვეთებისა და საფოსტო სერვისების ერთიან მართვას.


• Kovzy - კვების ბიზნესის პროცესების ტრანსფორმაციის ერთიანი პლატფორმა, რომელიც შექმნის დარგის სრულ ციფრულ ეკოსისტემას.



• Cyber Security Management Platform – CSMP - პროექტის მიზანია კიბერუსაფრთხოების მართვის პლატფორმის შექმნა და განვითარება.


• www.rajdeba.ge - auto leasing comparison website - ავტო სესხის შედარების პლატფორმა - ფინტექ პროდუქტი ავტოლიზინგის კომპანიის შესარჩევად. ახდენს ავტომობილების ფასების მონაცემების აგრეგაციას და მომხმარებლებს აძლევს საშუალებას რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციაში გააგზავნოს ლიზინგის განაცხადი, შეადაროს და მიიღოს მასზე მორგებული პირობები.


• Cyber-Lawyer - იურიდიული დოკუმენტების მომზადების ონლაინ პლატფორმა, რომელიც იურისტის მონაწილეობის გარეშე მომხმარებლებს გაუმარტივებს ხელმისაწვდომობას იურიდიულ ინფორმაციაზე და დაეხმარება იურიდიული დოკუმენტების მომზადების პროცესში.


• Leadin.ge - Centralized real estate affiliate platform - უძრავი ქონების გაყიდვების პირველი ცენტრალიზებული, გლობალური პლატფორმა, რომელიც შემოგვთავაზებს ახალ, ინოვაციურ მეთოდებს სექტორში.


• JOBIA Profit - ინოვაციური მობილური და ვებ-აპლიკაცია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებლებისთვის.


• Cloud-based platform Ehotelspace - ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული გამოგონება, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით სრულად შეცვალოს სასტუმრო ბიზნესის გაყიდვებისა და სერვისის არსებული პროცესი.


• OFOODO - პროექტი მიზნად ისახავს ერთ სივრცეში მოაქციოს კვების ობიექტები,რაზეც წვდომა ექნება ადგილობრივ ვიზიტორებსა და ტურისტებს.


• Keto Diet App - წონის კორექტირების აპლიკაცია, რომელიც გვთავაზობს ჯანსაღი და ინდივიდუალურად შერჩეული რაციონის დაგეგმვას.


• BWise Solutions - ონლაინ-პლატფორმა მცირე და საშუალო აუდიტორული საქმიანობისთვის. პლატფორმა იძლევა წვდომას უახლეს ინფორმაციასა და ფუნქციებზე აუდიტორული პროცესის მაქსიმალური სრულყოფის მიზნით.


• CityPay.io - კრიპტოვალუტით გადახდის სისტემა კომერციული სექტორისთვის. იგი უზრუნველყოფს გლობალური ტრანზაქციების განხორციელებასა და თანხის ადგილობრივ ვალუტაში მიღებას.


• Agronavti - ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა აგრო სექტორისთვის განათლების, ინფორმირებისა და გაყიდვის ბაზრების მოძიების მიზნით.


გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: ბილ რაიჰართი, ჯონათან თაუერი, მარვინ ლიაო, სტივ ადელმანი და ტიმ ვაგნერი.


დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნეს.


საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ივნისს მეხუთედ გამოაცხადა. შემოსული 322 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.


თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 78 სტარტაპი. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.


GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.


(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up