თამთა შამათავა: “სვანეთში ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე დიდია”

თამთა შამათავა: “სვანეთში ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე დიდია”

access_time2019-02-25 20:43:35

“ახალი საქართველოს” გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, “დმანისის გადარჩენის ფონდის” თავმჯდომარე მესტიის რაიონში დაწყებულ სამუშოებზე საუბრობს. თამთა შამათავას თქმით, სოფელ იელში, ჩინური კომპანია “ოპტიკალ სისტემს ინკის“ მიერ, ოქროს მოპოვებითი სამუშოები რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს.

 

“ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა კომპანიამ, უკვე მოჭრა დიდი რაოდენობით ხეები და სოფელი მეწყერსაშიშ ზონად გადაიქცა. საწარმოს ტერიტორიიდან, უახლოესი საცხოვრებელი პუნქტი, დაახლოებით 150- 200 მეტრის მანძილზე მდებარეობს.

 

ფაქტია, წიაღისეულის მოპოვებას თავისი ნეგატიური გავლენაც აქვს გარემოზე. დიდ ტერიტორიებზე ირეცხება ტყეები და ნადგურდება მცენარეული საფარი. პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მთლიანი ეკოსისტემისთვის და არღვევს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას, ცხოვრობდნენ ჯანსაღ გარემოში. ამის პრაქტიკა საქართველოში უკვე არსებობს. ჩვენ ვნახეთ, კომპანია “არემჯი გოლდის” მიერ, ქვემო ქართლის რეგიონისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც კვლევებთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც დაადასტურა. არაერთხელ იქნა დაჯარიმული აღნიშნული კომპანიაც“- თამთა შამათავა.


 

გარემოს დაცვის და ეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვბანელი სამუშოების შესრულების ფორმაზეც საუბრობს და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა მოჰყავს მაგალითად. თამთა შამათავა მიმართავს მინისტრს, ლევან დავითაშვილს და აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას ითხოვს:

 

“დღეს, ამ მეთოდით, წიაღისეულს მოიპოვებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და მონღოლეთი. ეს არის ფორმა, რომელიც აკრძალულია ყველა განვითარებულ ქვეყანაში. გვაქვს მთელი რიგი კითხვები და პასუხებისთვის მივმართავ მინისტრს – სამუშაოების დროს, გამოყენებული იქნება თუ არა ბუნებრივი რესურსები? რა ბედი ელის ეკოსისტემას? გაიცა თუ არა მისი მხრიდან სკოპინგის დასკვნა და შესაბამისად მომზადდა თუ არა გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში? ორჰუსის კონვენციის თანახმად, იყვნენ თუ არა ადგილობრივები პროცესში ჩართულნი. აქტიური კომუნიკაცია მაქვს სოფ. იელის მაცხოვრებლებთან, ისინი კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ. ჩვენი მხრიდან კი, ყველა შესაძლო გზით, ვეცდებით საკითხის დეტალურ შესწავლას“.


წყარო:paraleli.ge




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up