თამბქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო კაფე “ანტრე” და “ლეგატო” დააჯარიმეს

თამბქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო კაფე “ანტრე” და “ლეგატო” დააჯარიმეს

access_time2018-12-06 15:10:42

თამბქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო კაფე “ანტრე” და “ლეგატო” დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.


“ზამთრის სეზონზე გადასვლასთან დაკავშირებით თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი ძლიერდება. 5 დეკემბერს თბილისში, მხოლოდ ერთ, აბაშიძის ქუჩაზე ორი, კაფე, “ანტრე” და „ლეგატო“ 500-500 ლარით დააჯარიმეს.
დარღვევები ძირითადად იქ ფიქსირდება, სადაც ზაფხულში ღია სივრცე იყო, ზამთარში კი ცელოფნებით და მინებით შეფუთეს. ამ ტიპის დაწესებულებების ზოგიერთი მეპატრონე გაფრთხილების მიუხედავად კანონს არ იცავს. მათი მხრიდან დახურულ სივრცეში მოწევის წამახალისებლად აღიქმება მაგიდებზე სტუმრებისთვის განკუთვნილი საფერფლეების არსებობა.


თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება 2018 წლის პირველი მაისიდან დაიწყო. მოწევა იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში. მოწევა დასაშვებია შენობაში, ან ვერანდაზე, რომელიც შესაძლოა გადახურულია, მაგრამ კედლების 50%-ზე მეტი ღია აქვს.


იმ სამასპინძლო დაწესებულებების უმრავლესობამ, რომელთაც სტუმრების მისაღები გარე, ღია, მაგრამ გადახურული სივრცეები აქვთ, გარე გამათბობელები დაამონტაჟა. სადაც გამათბობელები არ აქვთ, სივრცე ცელოფნებით ან მექანიკური მინებით შეფუთეს და ამის მიუხედავად, ზოგიერთ მათგანში ღია სივრცის პრინციპით მოქმედებენ.



თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სამსახურმა ღამის რეიდები დაიწყო, რის შედეგადაც შეეცდება დამრღვევი “ლაუნჯი ბარები”, ღამის კლუბები და სხვა ამ ტიპის დაწესებულებები გამოავლინოს.


მონიტორინგი ასევე გამკაცრდა საჯარო დაწესებულებებში, სადაც სამწუხაროდ, ზოგიერთი საჯარო მოხელისგან დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტები ფიქსირდება.


დახურულ სივრცეში თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო დაწესებულება პირველ ჯერზე 500 ლარით, ყოველ განმეორებით შემთხვევაზე კი, 1000 ლარით ჯარიმდება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.








რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო  ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა
access_time2019-06-18 14:08:55
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა. „დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის...

საოჯახო დასვენება ქობულეთის სასტუმრო “ჯორჯია პალასში“

საოჯახო დასვენება ქობულეთის სასტუმრო “ჯორჯია პალასში“
access_time2019-06-18 13:55:34
საქართველოში ზაფხული დასვენებისთვის ყველაზე პოპულარული სეზონია. მთელი წლის განმავლობაში დატვირთული რეჟიმისა და სასწავლო პროცესის შემდეგ, განტვირთვას ადგილობრივები სწორედ ამ სეზონზე ცდილობენ. საოჯახო დასვენებას მუდამ თან ახლავს კითხვები- სად შეიძლება დავისვენოთ მშვიდად და თან აქტიურად? ბავშვებთან ერთად დასვენება საკმაოდ საინტერესო და სასურველია მაშინ როცა სასტუმრო კომპლექსი იძლევა გართობის უამრავ სახეობას, როგორც პატარებისთვის ასევე...


მსგავსი სიახლეები

up