თამბაქოს ზიანის შემცირების შესაძლებლობა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა

თამბაქოს ზიანის შემცირების შესაძლებლობა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა

access_time2021-06-09 19:26:34

დღეს მსოფლიოში 1.8 მილიარდი მწეველია, თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული არაგადამდები დაავადებებით კი ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ სამთავრობო ინსტიტუტები და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები. ისინი აკრძალვებისა და კონტროლის დაწესებით ცდილობენ, შეამცირონ მწეველთა რაოდენობა და მოახდინონ თამბაქოს მოხმარების პრევენცია.

 

მიუხედავად ამისა, დიდი ნაწილი ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას. აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, მწეველთა 70%-ს აქვს სურვილი შეწყვიტოს თამბაქოს მოხმარება, თუმცა მხოლოდ 7%-ს მცდელობა სრულდება წარმატებით.

 

მოწევის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში განსხვავებულ მიდგომას იყენებენ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები და უპირატესობას თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიას ანიჭებენ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა, რომელიც ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ამცირებს ორგანიზმზე განხორციელებულ უარყოფით ზეგავლენას.

 

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა და ზიანის შემცირების მექანიზმი

 

სიგარეტის წვის დროს გამოყოფილი კვამლი 6000-მდე მავნე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის 70 კი კიბოს გამომწვევ მიზეზად სახელდება.

 

ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები არ იყენებს წვას, არამედ იყენებს გახურების ტექნოლოგიას. რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობა სპეციალურად შექმნილ თამბაქოს ღერს 3500C-მდე ახურებს. შედეგად ის კვამლის ნაცვლად აეროზოლს წარმოქმნის.


 

მეცნიერული კვლევებით დასტურდება, რომ წვის უგულებელყოფით, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობა სიგარეტთან შედარებით დაახლოებით 95%-ით ნაკლებ ტოქსიკურ ნივთიერებას გამოყოფს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობა სრულიად უსაფრთხოა. ჯანდაცვის  ექსპერტების აზრით, თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა ტრადიციულ მოწევასთან შედარებით პოტენციურად ნაკლები რისკის შემცველია, თუმცა ეს პროდუქტები არ წარმოადგენს მოწევისთვის თავის დანებების ალტერნატივას.

 

 

ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა

 

არაერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო თუ კლინიკური კვლევისა და არსებული მტკიცებულების მიუხედავად, მწეველთა დაახლოებით ნახევარი (49%) არ ფლობს ინფორმაციას თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის შესახებ.

ორგანიზაცია Povaddo-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ მწეველთა დიდი ნაწილი (76%) მზად არის, ჩაანაცვლოს ტრადიციული მოწევა და გადავიდეს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობის მოხმარებაზე. გამოკითხულთა 77% კი მიიჩნევს, რომ იმ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, უნდა ჰქონდეთ წვდომა თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე. ამის მიზეზად გამოკითხულთა ნაწილი (71%) მწეველი და არამწეველი ინდივიდებისთვის მიყენებული ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის შესაძლო ბენეფიტებს ასახელებს.

 

გამოკითხულთა შორის არსებული მიმღებლობის მიუხედავად, საზოგადოებაში მაინც განსხვავებული დამოკიდებულება და ერთგვარი უნდობლობა არსებობს როგორც მოწყობილობების, ასევე, თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ. ამის მიზეზი კი ინტერნეტსივრცესა და მედიაში გავრცელებული არასწორი ან დაუსაბუთებელი ინფორმაციაა, რომელიც აფერხებს თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესს.

 

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43%-მა ბოლო 6 თვის განმავლობაში ინტერნეტში წაიკითხა ან გაიგო ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის და მისი პოტენციური სარგებლის შესახებ, რამაც მათში დაბნეულობა და უნდობლობა გამოიწვია.

 

ექსპერტების განცხადებით, თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა სანდო და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე, რაც შესაძლებლობას მისცემს იმ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და გადავიდნენ შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე.

 

®





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up