თამბაქოს წვისა და გახურების ტექნოლოგია - მითები და რეალობა თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ

თამბაქოს წვისა და გახურების ტექნოლოგია - მითები და რეალობა თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ

access_time2021-05-27 11:16:29

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ტრადიციული სიგარეტის მოწევა ორგანიზმზე მავნე ზემოქმედებას ახდენს და მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია, რა არის ამის მიზეზი.

 

თამბაქოს წვა და მავნე ნივთიერებები

 

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებები იწვევს. როგორ ხდება ამ ნივთიერებების გამოყოფა?

 

ტრადიციული სიგარეტის მოხმარების დროს მწეველისთვის ნიკოტინის მიწოდებას წვა განაპირობებს. წვა ქიმიური პროცესია, რომელიც 400°C-ზე მიმდინარეობს. პროცესის შედეგად წარმოიქმნება თამბაქოს კვამლი - აეროზოლის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც თხევად და მყარ ნაწილაკებს შეიცავს. მათ შორის 6000-მდე მავნე ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან 70 მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისა და კიბოს  გამომწვევ მიზეზად სახელდება.

 

ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი იღუპება. მათგან 7 მილიონი მწეველია, 1.2 მილიონი კი - პასიური მწეველი.

 

მოწევასთან დაკავშირებული რისკების მიუხედავად, თამბაქოს ზრდასრულ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მწეველთა 70%-ს სურს შეწყვიტოს თამბაქოს მოხმარება, თუმცა მხოლოდ 7% თუ ახერხებს სასურველი მიზნის მიღწევას. ამის მიზეზი კი ნიკოტინია.

 

ნიკოტინი თამბაქოს ფოთოლში არსებული ნივთიერებაა, რომელიც არ წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს, თუმცა ის არ არის  უსაფრთხო, რადგან იწვევს დამოკიდებულებას.

 

უდავოა, რომ მოწევისთვის თავის დანებება საუკეთესო არჩევანია, თუმცა ის ზრდასრული მწეველები, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, ალტერნატიულ გადაწყვეტას საჭიროებენ. ასეთ გადაწყვეტას თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები წარმოადგენს.

 


გასახურებელი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები

 

სამეცნიერო კვლევების თანახმად, თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები, დაახლოებით 95%-ით ამცირებს სიგარეტის კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას.  

 

ტრადიციული თამბაქოსგან განსხვავებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა არ იყენებს წვის ტექნოლოგიას, არამედ სპეციალურად შექმნილ თამბაქოს ღერს შედარებით დაბალ ტემპერატურამდე, 350°C-მდე ახურებს. შედეგად, გამოიყოფა ნიკოტინი და აეროზოლი.

 

მართალია, თამბაქოს ელექტრონული და გასახურებელი მოწყობილობების მიერ წარმოქმნილი აეროზოლი შემცირებული რაოდენობით შეიცავს მავნე ნივთიერებებს, თუმცა გასახურებელი მოწყობილობის აეროზოლშიც აღმოაჩინეს ისეთი ნაწილაკები, რომლებიც შესაძლებელია მწეველის ჯანმრთელობისთვის ზიანის შემცველი აღმოჩნდეს, თუმცა მათი რაოდენობა თითქმის მინიმუმამდეა შემცირებული. აქედან გამომდინარე, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარება უკეთეს არჩევანს წარმოადგენს.

 

სწორედ ამიტომ, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობას აქვს პოტენციალი, შეამციროს ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგად ორგანიზმზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლენა. თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო უპირატესობაზე საუბრობენ ისეთი გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციები, როგორებიც არის: აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება- Public Health England.

 

მითები ტრადიციული სიგარეტისა და გასახურებელი მოწყობილობის შესახებ

 

სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, საზოგადოებაში მაინც დაბალია ცნობიერება გასახურებელი მოწყობილობების შესახებ. ეს კი მითების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

 

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა და ტრადიციული სიგარეტი მსგავსი პროდუქტებია

 

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით პოტენციურად ნაკლები რისკის შემცველია. ფუნდამენტურ განსხვავებას წვის პროცესი წარმოადგენს.  უკვამლო მოწყობილობა არ იყენებს წვის ტექნოლოგიას, შესაბამისად, არ წარმოქმნის კვამლსა და ფერფლს. რაც ნიშნავს იმას, რომ მინიმუმამდე ამცირებს თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოყოფილი მავნე ნივთიერებების რაოდენობას.

 

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა ისეთივე ზიანის მომტანია, როგორიც ტრადიციული სიგარეტები

 

სიგარეტის კვამლი ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მიზეზად სახელდება. ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა არ წარმოქმნის კვამლს,არ შეიცავს კუპრსა და მხუთავ აირს; ის გამოყოფს აეროზოლს, რომელიც დაახლოებით 95%-ით ნაკლებ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს. აქედან გამომდინარე, ამცირებს მწეველის ორგანიზმზე განხორციელებულ უარყოფით ზეგავლენას.

 

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის მოხმარება უარყოფითად მოქმედებს გარშემომყოფთა ჯანმრთელობაზე

 

ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგად გამოყოფილი კვამლი უარყოფითად მოქმედებს როგორც თავად მწეველის, ასევე, ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ უკვამლო მოწყობილობების მიერ გამოყოფილი აეროზოლი არ შეიცავს კვამლში არსებულ მყარ ნაწილაკებს, ის არ იწვევს ჰაერის დაბინძურებას და არ წარმოადგენს პასიური მოწევის საფრთხეს.

 

®


თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up