თამბაქოს ნედლეულზე აქციზი იზრდება-„ რეგულაცია სიგარეტის შესახვევი თუთუნით ჩანაცვლების ტენდენციას ვერ შეცვლის”

თამბაქოს ნედლეულზე აქციზი იზრდება-„ რეგულაცია სიგარეტის შესახვევი თუთუნით ჩანაცვლების ტენდენციას ვერ შეცვლის”

access_time2019-11-19 17:00:45

21 ნოემბრიდან ე.წ. შესახვევ თამბაქოზე (თუთუნი) და თამბაქოს ნედლეულზე აქციზის გაზრდილი განაკვეთი უნდა ამოქმედდეს. ეს ნიშნავს, რომ 1 კგ თამბაქოს ნაწარმი, დღეს მოქმედი 35 ლარის ნაცვლად, 60 ლარით დაიბეგრება. ცვლილება უფილტრო სიგარეტზე ადვალური გადასახადის 30%-მდე ზრდასაც ითვალისწინებს. ამ ცვლილების შედეგად თამბაქოს ნაწარმზე ფასები კვლავ გაიზრდება.


ამ დროისთვის ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი ფიქსირებულის ნაწილში თანაბარი განაკვეთით, 1,7 ლარით იბეგრება, ხოლო ადვალურის ნაწილში კი - ფილტრიანი 30%-ით და უფილტრო 10%-ით. აქციზის განაკვეთი ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიზარდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მოწევის შემცირების აუცილებლობით ახსნა, თუმცა, ამ რეგულაციას შედეგი არ მოუტანია. მწეველთა დიდი ნაწილი დაბალი ხარისხის ე.წ. გასახვევი თამბაქოს მოხმარებაზე გადავიდა, რომელიც ქვეყანაში დაუბეგრავად შემოდის. შესაბამისად ბიუჯეტში შემცირდა აქციზის გადასახადიდან მისაღები შემოსავლები- 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, ბიუჯეტში ამ გადასახადის სახით დაგეგმილზე 175 მილიონი ლარით ნაკლები თანხა შევიდა. ამგვარი შედეგის გამო, მთავრობა გასახვევი თამბაქოს დაბეგვრის გადაწყვეტილებამდე მივიდა.


რა გავლენა მოახდინა თამბაქოს აქციზის ზრდამ სექტორზე, საკონსულტაციო კომპანია ACT Impact-მა შეისწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ მწეველების დაახლოებით მესამედმა სიგარეტი უფრო იაფფასიანი გადასახვევი თამბაქოთი ჩაანაცვლა, ამან კი უკუშედეგი გამოიწვია, ერთის მხრივ მომხმარებელი იძულებული გახდა გადასულიყო გაურკვეველი წამომავლობის ნაწარმის მოხმარებაზე და მეორეს მხრივ იზარალა სახელმწიფო ბიუჯეტმა. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ შესახვევ თამბაქოზე რეგულაციების  დაგეგმილი გამკაცრებას მნიშვნელოვანი შედეგი არ ექნება.


ლიკა გოდერძიშვილი(ACT Impact-ის წამყვანი ეკონომისტი): „კვლევამ აჩვენა, რომ მწეველების მესამედმა სიგარეტი ე.წ. გასახვევი თამბაქოთი ჩაანაცვლა. ვინც ე.წ. შესახვევ თამბაქოს მოხმარებაზე არ გადასულა, მათი 14-15% ფიქრობს დაიწყოს მისი მოხმარება. შესახვევ თამბაქოზე რეგულაციები კი გამკაცრდა, მაგრამ ფასებს შორის სხვაობა მაინც დიდია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს მწეველების მოტივაციას, სიგარეტი გასახვევი თამბაქოთი ჩაანაცვლონ, არ შეცვლის. ეს რეგულაცია მაღალშემოსავლიან მომხმარებლებზე, რა თქმა უნდა, არ იმოქმედებს, მაგრამ დაბალი სოციალური ფენის მწეველებში ჩანაცვლების ტენდენცია ისევ გაგრძელდება. ვიდრე საგადასახადო პოლიტიკა არ გადაიხედება და არ მოხდება რეგიონალური სურათის გათვალისწინება და სანამ კონტრაბანდის შემოდინება არ იქნება მინიმალურ დონეზე დაყვანილი, ეს ტენდენცია შენარჩუნდება”.


ივანე ხასია(„ჯეი-თი-აი”-ს კორპორაციული დირექტორი): „ეს არის დაგვიანებული, თუმცა, სწორი გადაწყვეტილებაა. დაგვიანებულია, რადგან ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგა. ბიუჯეტის დანაკლისი, წლის ბოლომდე სავარუდოდ, 200-დან 250 მილიონ ლარამდე იქნება. ეს არის იმ შეცდომების აღიარება, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტმა დაუშვა 2018 წლის დეკემბერში. ეს არ არის უნივერსალური გამოსავალი სიტუაციიდან- ამ პრობლემის მიმართ უფრო კომპლექსური მიდგომაა საჭირო. პირველ რიში, უნდა მოხდეს რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინება. ყველა მეზობელ ქვეყანაში დაბალია სიგარეტის ფასი, რაც ხელს უწყობს კონტრაბანდის შემოდინებას.



შესახვევ თამბაქოზე შემოღებული რეგულაცია კონტრაბანდის პრობლემას ვერ უშველის. აუცილებელია ადვალური გადასახადის 30%-დან 10%-მდე შემცირება, რაც სექტორს ფასების დარეგულირების და მეზობელ ქვეყნებთნ თანხვედრაში მოყვანის საშუალებას მისცემს. სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც და რუსეთშიც გაცილებით დაბალია თამბაქოს ფასი. სომხეთში მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი აქციზის გეგმა, რომლის მიხედვით, 2023 წელსაც კი აქციზის განაკვეთი იმაზე დაბალი იქნება, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. საქართველო აქციზის ზრდის ესეთი ტემპებით 2-3 წელიწადში ევროკავშირში არსებულ ნიშნულს გასცდება, როდესაც იგივე ევროკავშირის წევრი ქვეყნები 90 ევრომდე განაკვეთს 10-15 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ზრდიდნენ”. 


პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ წლის დასწყისში განაცხადა, რომ თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იყო მწეველებს შეემცირებინათ ან საერთოდ თავი დაენებებინათ თამბაქოს მოხმარებისთვის. ის ასევე აცხადებდა, რომ მოხმარების კლება 3%-ს შეადგენდა. დღეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მწეველთა შემცირების შესახებ ზუსტი ციფრის დასახელება უჭირს.


„მთავარი არის იმ რეგულაციების შეფასება, რომლებიც 2017 წელს მივიღეთ. ეს არის სიგარეტის რეკლამის და დახურულ შენობებში მოწევის აკრძალვა. აგრეთვე, სავაჭრო წერტილებში თამბაქოს ნაწარმის განლაგებაზე შეზღუდვის შემოღება. ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ინფარქტის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რიცხვი შემცირებულია, იკლო ამავე მიზეზით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა, რადგან პასიური მწეველები დახურულ შენობებში სიგარეტის კვამლში საათებს აღარ ატარებენ. მომავალ წლებში ეს შედეგი უფრო შესამჩნევი გახდება”.


ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ რეგულაციებს მწეველთა შემცირების თვალსაზრისით დიდი შედეგი არ მოიტანა და ქვეყანა კონტრაბანდის პრობლემის წინაშე დგას.


„ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე რომ აიწია აქციზმა და არა ე.წ. გადასახვევ თუთუნზე, რომელიც ლეგალური კონტრაბანდის სახით შემოდის, იყო შეცდომა, რომელიც თავის დროზე ფინანსთა სამინისტრომ დაუშვა. ისე გამოვიდა, რომ გასახვევი თუთუნისგან მიღებული სიგარეტი ბევრად იაფი ჯდებოდა. ამის გამო მოწევის შემცირების ამოცანა ჩავარდა. ეს თუთუნის დაბეგვრის შემდეგ გამოსწორდება. ჩვენი მოლოდინი არის, რომ მოწევა წელიწადში 1%-ით უნდა შემცირდეს. ძირითად აქცენტს იმაზე ვაკეთებთ, რომ ახალგაზრდა თაობა არ ჩაებას ამაში. მთავარი ის იყო, რომ მწეველთა რიცხვის ზრდის ტენდენცია უნდა შეგვეჩერებინა და ეს მოხდა.


კონტრაბანდა ყოველთვის პრობლემატურია, როცა ფასები განსხვავებულია და მას მუდმივად უნდა ებრძოლო. სიგარეტი სომხეთიდან და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული გზით გადმოაქვთ. ეს პრობლემა დგას და ადმინისტრირება არის გასაუმჯობესებელი. სომხეთიც აპირებს აქციზის გაზრდას, შესაბამისად სიგარეტის ფასი იქაც აიწევს და ეს საკითხიც დარეგულირდება. როგორც ფინანსთა სამინისტრო ამბობს, უახლოეს 2 წელიწადში აქციზის ზრდა არ იგეგემება. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მწეველების რაოდენობის კლებას წლები სჭირდება, რადგან თამბაქოზე დამოკიდებულების შემცირება მარტივი არ არის”,- ამბობს აკაკი ზოიძე.



„კომერსანტი“




საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...


მსგავსი სიახლეები

up