თამბაქოს მწარმოებლებს და იმპორტიორებს დამატებითი მოთხოვნები განესაზღვრათ

თამბაქოს მწარმოებლებს და იმპორტიორებს დამატებითი მოთხოვნები განესაზღვრათ

access_time2018-01-17 14:22:17

მთავრობამ სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) ზღვრულად დასაშვები ნორმები, მათი გაზომვისა და რეგულირების წესები დაამტკიცა.

 


დადგენილებაში ასევე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, კოლოფზე/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებები და მათი დატანის წესია განსაზღვრული.

 

 

წესის მიხედვით, საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაცია უნდა იყოს არა უმეტეს: კუპრისათვის - 10 მგ ერთ ღერზე; ნიკოტინისათვის - 1 მგ ერთ ღერზე; ხოლო მხუთავი გაზის - 10 მგ ერთ ღერზე (მხოლოდ ფილტრიანი სიგარეტისთვის).

 


აღსანიშნავია, რომ მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა ყოველი წლის 31 მაისამდე ჯანდაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინოს ამ ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

 

„საქართველოში (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე განთავსებულ უნდა იქნეს შემდეგი სახის ძირითადი სამედიცინო გაფრთხილებები: მოწევა კლავს; მწეველები კვდებიან ადრე; მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ თქვენ და თქვენ ირგვლივ მყოფთ. ამასთან, რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განთავსებულ უნდა იქნეს შემდეგი სახის დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები: თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს; მოწევით თქვენ იორმაგებთ ინსულტის განვითარების რისკს; მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს; თამბაქოს მოხმარება იწვევს შარდის ბუშტის კიბოს; თამბაქოს მოხმარებამ შესაძლოა იმპოტენტად გაქციოთ; თამბაქოს მოწევა აზიანებს თქვენს ღრძილებსა და კბილებს; ნუ აიძულებთ ბავშვებს, ისუნთქონ თამბაქოს კვამლი; მოწევა იწვევს სიბრმავეს; მოწევა იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებს,"-ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.


 

 

რაც შეეხება თამბაქოს რეალიზაციის ობიექტებს, დადგენილების მიხედვით, ასეთ ადგილებში განთავსებული უნდა იქნას სამედიცინო გაფრთხილებები შემდეგი ტექსტით: „მოწევა კლავს", „არასრულწოვანთათვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა აკრძალულია", „მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა. ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი".

 

 

ამასთან, სამედიცინო გაფრთხილების ტექსტი განთავსებული უნდა იყოს თამბაქოს რეალიზაციის ადგილებში თვალსაჩინოდ, არანაკლებ A4 ფორმატზე.

 

 

BPN.GE 

 

 

 

 

 

 

 




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up