„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, ​სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბახტურიძის წინააღმდეგ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, ​სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბახტურიძის წინააღმდეგ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

access_time2021-02-03 23:00:00

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელ გიორგი ბახტურიძის მიმართ. ინფორმაციას „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, არ დაკმაყოფილდა „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ სარჩელი, რომლითაც მომჩივანი გიორგი ბახტურიძისგან მედიის საშუალებით გაკეთებული განცხადებების პრესკონფერენციის საშუალებით უარყოფას მოითხოვდ. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა სათამაშო ბიზნესს ზოგადად „კრიმინალური ხასიათის მქონე“ უწოდა.

„სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მტკიცებულების გარეშე აცხადებდა, რომ ბახტურიძის გამონათქვამებით ასოციაციაში შემავალ სუბიექტებს ზიანი მიადგა. სასამართლოსგან მინიჭებული გონივრული ვადის ფარგლებში ასოციაციამ ზარალის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რაზეც 2019 წლის 17 აპრილს მოსამართლე მაია გიგაურმა განაცხადა, რომ „მოპასუხის მიერ გამოთქმული ფრაზებით მოსარჩელის, „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა ვერ დადასტურდა. ამასთან, მოპასუხეს სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება გარანტირებული აქვს როგორც კონსტიტუციით, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით“.

გამართლდა ჩვენი მოლოდინი და სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოითხოვა გიორგი ბახტურიძისა და შემდგომ ნებისმიერი პირის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ მოტივით, რომ მასში შემავალ სუბიექტებს ზიანი ადგება.

ალოგიკურია, რომ საკუთარი იმიჯის შელახვის ბრალდებებს აყენებს სათამაშო ბიზნესი, როდესაც თვითონ არის უამრავი ადამიანისთვის გამოუსწორებელი, ტრაგიკული ზიანის გამომწვევი. გიორგი ბახტურიძემ სათამაშო ბიზნესის შესახებ გამოთქვა აზრი, რომელიც დღემდე სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ, ან გარკვეული კვლევების საფუძველზე გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და არავის აქვს უფლება, აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ უფლებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მკაფიოდ განმარტავს და იცავს კანონი.


მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის თვალსაჩინოება იმის, თუ როგორი მიუკერძოებელია სასამართლო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს დგას მრავალმილიარდიანი ბიზნესი უზარმაზარი გავლენებით ყველა სახელისუფლებო შტოზე.

ჩვენი და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია, ამ ე.წ. ბიზნესის რეკლამისა და პოპულარიზაციის სრული აკრძალვა, ონლაინთამაშების სრული აკრძალვა, სახმელეთო სათამაშო ბიზნესის მხოლოდ ერთ მდებარეობაზე, საზღვრისპირა დაუსახლებელ გარემოში გატანა, სადაც მხოლოდ 25 წლის ზემოთ ასაკისა და 100 000-ზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე პირებს ექნებათ თამაშის უფლება და ისიც წაგების მარჟის კონტროლით, რათა არ გაკოტრდნენ და სიცოცხლე არ მოისწრაფონ.

ერთად შევძლებთ გამარჯვებას და ჩვენი მოსახლეობის ნაწილის ილუზიისგან გამოყვანას, რომ ეს ბიზნესი ოდესმე რამეს მოაგებინებს.

ვეჭვობთ, „სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ ამ შემთხვევაშიც განაგრძობს „სამართლის ძიებას“ და როგორც გიორგი ბახტურიძე ვარაუდობს, ამჯერად საკასაციო სასამართლოში უჩივლებენ“, – ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებაში.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up