„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - ვიმედოვნებთ, მთავრობა პარლამენტთან ერთად თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - ვიმედოვნებთ, მთავრობა პარლამენტთან ერთად თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება

access_time2021-03-29 16:30:00

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ნებისმიერ დახურულ სივრცეში, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს.

29 მარტს თამბაქოსგან თავისუფალი ეროვნული დღე აღინიშნება.

მათივე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 17 მაისიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა, ახალი, გამკაცრებული, თამბაქოს კონტროლის კანონი მიიღო, ყოველი ახალი 29 მარტი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

ამასთან, ალიანსის ინფორმაციით, ქართველი საზოგადოების უფრო მეტი ნაწილი ათვითცნობიერებს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი სივრცის მნიშვნელობას, აღიარებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს და ცდილობენ სამუდამოდ უარი თქვან ნიკოტინდამოკიდებულებაზე.

“მსოფლიოს საყოველთაო გაფრთხილებამ მოწევა კლავს შედეგი გამოიღო და თამბაქოს კლასიკური ნაწარმი, ჩვეულებრივი სიგარეტი პოპულარობას კარგავს. თუმცა, თამბაქოს ინდუსტრია ფარ-ხმალს არ ყრის და ცდილობს ბაზარი მოზარდებით და ახალგაზრდებით გაამყაროს და იმისათვის, რომ მოწევაზე დამოკიდებული გახდნენ, მათ სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკებით შეფუთულ, მომწამლავ, ახალ ტექნოლოგიურ პროდუქტებს, ელექტრონულ სიგარეტსა და გახურებად თამბაქოს სთავაზობს. ამასთან, ინდუსტრია აქტიურად ცდილობს ყველა ქვეყნის ხელისუფლებაში დასაყრდენის პოვნას და შესაბამისად მთავრობების საქმიანობის გაკონტროლებას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთი მოწინავეა, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრიის გავლენების მიხედვით, თამბაქოს ჩარჩო კონვენციის მიერ მინიჭებული არასახარბიელო ინდექსი აქვს.

ვიმედოვნებთ, მომავალი წლის 29 მარტისთვის, მთავრობა გამოწვევად დაისახავს, მოიშოროს თამბაქოს ინდუსტრიისგან მართვადის იარლიყი და პირველ რიგში, პარლამენტთან ერთად თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ნებისმიერ დახურულ სივრცეში, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს. დღეისათვის მოწევა დაშვებულია კაზინოებსა და სლოტკლუბებში, რასაც თამბაქოს ინდუსტრიამ პარლამენტსა და აღმასრულებელ მთავრობაში საკუთარი ლობების დახმარებით მიაღწია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობა უკვე თითქმის სამი წელია, არღვევს „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნას, 2018 წლის 1 ივნისამდე მიეღო მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“.

„მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ყველა შესაბამის უწყებასთან შეთანხმებულია და მთავრობას 2018 წლის ივნისში მიეწოდა, დღემდე არც განუხილავთ.

ვიმედოვნებთ, ახალი მოწვევის პარლამენტი განაგრძობს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებას და მთავრობას მოუწოდებს კანონის დაცვას და 2018 წლიდან დღემდე თაროზე შემოდებული ნორმატიული აქტის მიღებას.

მალე პარლამენტს წარედგინება ახალი კანონპროექტი ტაქსებში მოწევის აკრძალვის შესახებ. სავარაუდოდ, დაისმება საკითხი მსუბუქ ავტომობილში ბავშვებთან ერთად მგზავრობისას მოწევის აკრძალვის შესახებაც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებით, მოსახლეობის 90%-მდე თანახმაა ტაქსებში მოწევა აიკრძალოს. ხალხი ირჩევს თამბაქოსგან თავისუფალ სივრცეს. მთავრობაც უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესს და კონსტიტუციურ უფლებას, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და ხელს არ უნდა უწყობდეს მომაკვდინებელი პროდუქციის მწარმოებლების, თამბაქოს ინდუსტრიის „ნათელ მომავალს. რაც უკვე არაერთხელ გვითქვამს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up