თამბაქოს კონტროლის ალიანსი - საქართველოს მთავრობას შეუძლია არჩევნებამდე გამოასწოროს სამარცხვინო საერთაშორისო ინდექსი

თამბაქოს კონტროლის ალიანსი - საქართველოს მთავრობას შეუძლია არჩევნებამდე გამოასწოროს სამარცხვინო საერთაშორისო ინდექსი

access_time2020-09-22 15:00:00

საქართველო ლიდერობს ქვეყნებში, სადაც მთავრობა თამბაქოს ინდუსტრიას ზეგავლენის უფლებას აძლევს,- ამის შესახებ ინფორმაციას “თამბაქოს კონტროლის ალიანსი” ავრცელებს. მათი ცნობით, პირველ ადგილზე იაპონიაა და იაპონური თამბაქოს კომპანიაში“ მთავრობა მნიშვნელოვანი წილის მფლობელია.

“მეორე და მესამე ადგილებს იორდანიის სამეფო და საქართველო ინაწილებენ.

უახლოეს ხანებში გახმოვანდება თამბაქოს ჩარჩო კონვენციის წევრ 35 ქვეყანაში თამბაქოს ინდუსტრიის მიერ მთავრობის საქმეებში ჩარევისა და მათზე ზეგავლენის საერთაშორისო ინდექსი. საქართველო ამ პროცესში, წელს პირველად ჩართეს და სავალალო მაჩვენებლით დაფიქსირდა.

ინდექსი განისაზღვრება თამბაქოს ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის აღსრულების მიხედვით, რამდენად ცდილობს მთავრობა თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენის აღმოფხვრას. ამ პროცესში დახმარების მიზნით, კონვენციის სამდივნომ შესაბამისი ცოდნის ჰაბ ცენტრი ჩამოაყალიბა და გასულ წელს კონვენციის მონაწილეთა საქმიანობის შეფასებაც დაიწყო.

თამბაქოს ინდუსტრიის მთავრობებზე ზეგავლენის გლობალური ინდექსი განისაზღვრება 7 ინდიკატორით, რომელთაგან თითოეული 20 საკითხს მოიცავს. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოში თამბაქოს ინდუსტრია ინტენსიურად და ფარულად ხვდება სამთავრობო დაწესებულებების მაღალი თანამდებობის პირებს და უარყოფით ზეგავლენას ახდენს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებზე, რომელიც მიმართულია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კონსტიტუციური უფლებებებისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დასაცავად.

თამბაქოს ინდუსტრია მონაწილეობს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების შესასუსტებლად გამიზნულ საპარლამენტო პროცედურებში: „ფილიპ მორისმა“, გასულ წელს, პარლამენტში სამჯერ წარადგინა „თამბაქოს კონტროლის“ კანონის დამანგრეველი საკანონმდებლო წინადადებები. მოითხოვდნენ, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ობიექტებში რეკლამასა და პოპულარიზაციას, თამბაქოს ახალი პროდუქტების გასინჯვის დაშვებას. ადგილობრივმა თამბაქოს ბიზნესმა საერთოდაც პარლამენტის წევრების სახელით სცადა გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვება, რითაც ლეტალური პროდუქტი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა.

„ბრიტანულ-ამერიკულმა თამბაქოს კომპანიამ“ „ქართული მაღაზიების ასოციაციის“ სახელით მთავრობასა და პარლამენტში წარადგინა წინადადება, შიდა ხილვადობის აკრძალვის გადავადების შესახებ, რომელიც ძალაში შედის 2021 წლის 1-ელი იანვრიდან. „ფილიპ მორისის“ წინადადება სამჯერვე უარყო პარლამენტმა, 15 გრამიანი შეფუთვის საკითხიც გაჩერდა და ვიმედოვნებთ, საერთოდ მოიხსნება დღის წესრიგიდან. „ქართული მაღაზიების ასოციაციას“ უარი უთხრეს ლეტალური პროდუქტის პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე. სამწუხაროდ, მთავრობასა და პარლამენტზე სათამაშო ბიზნესის მაღალი ზეგავლენის გამო, 2019 წლიდან სლოტ-კლუბების ნაწილში მოწევა დაიშვა.


შეუზღუდავია თამბაქოს ინდუსტრიის კონტრიბუცია პოლიტიკური პარტიებისათვის. კორონავირუსის გავრცელების პერიოდში, თამბაქოს ინდუსტრია მონაწილეობდა ბიზნესთან შეხვედრებზე და სპეციალურ ფონდში თანხების შეტანა მათი კომპანიების უკნონო პოპულარიზაციისთვის გამოიყენეს. ამასთან, სამთავრობო გვერდზე უკანონოდ განთავსდა თამბაქოს ინუდტრიის ლოგოები, რომლებიც მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის ჩარევით მოხსნეს.

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლების სერიოზულ ზეგავლენას მოწმობს ისიც, რომ საქართველოს მთავრობა უკვე ორი წელია არღვევს „თამბაქოს კონტოლის“ შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნას, 2018 წლის 1 ივნისამდე მიეღო მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“. დოკუმენტი შეთანხმდა ყველა შესაბამის უწყებასთან და 2018 წლის ივნისში მიეწოდა მთავრობას დასამტკიცებლად, თუმცა დღემდე არც განუხილავთ.

ვიდრე თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნო, ოფოციალურად გამოაქვეყნებს ქვეყნების რეიტინგს და გაასაჯაროებს საქართველოს მთავრობისადმი წარდგენილ რეკომენდაციას, შესაძლებელია უახლოეს მთავრობის სხდომაზე მიიღონ უკვე შეთანხმებული წესი, რაც „ღია და გამჭვირვალე მმართველობის“ პირველი მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება. რეალურად საჯაროს და გამჭვირვალეს გახდის თამბაქოს ინდუსტრიასთან მთავარობის ურთიერთობებს და საერთაშორისო ინდექსში სამარცხვინოდან ღირსეულ ადგილზე გადანაცვლების საფუძველი გაჩნდება”,- ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up