„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ სამორინეებსა და სიგარაბარებში მოწევის აკრძალვას მოითხოვს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ სამორინეებსა და სიგარაბარებში მოწევის აკრძალვას მოითხოვს

access_time2018-05-16 17:44:16

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი", რომელიც თამბაქოს კონტროლის შესახებ 1-ელ მაისს ამოქმედებული კანონის ერთ-ერთი ავტორია, სამორინეებსა და სიგარაბარებში მოწევის აკრძალვას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, აღნიშნულ დაწესებულებებში, გამონაკლისის სახით, მოწევა დაშვებულია.

 

 

„მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილება და სამორინეებში (კაზინოებში) და სიგარაბარებში მოწევა აიკრძალოს. ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს იღებდა, სამწუხაროდ ჩვენმა ალიანსმა ვერ შეძლო საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებში მყოფ თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტებს მორეოდა. სწორედ მათი გავლენითა და აქტიურობით, ახალი კანონის იმ მუხლში, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევას კრძალავს, გამონაკლისის სახით სამორინეებში (კაზინოებში) და სიგარაბარებში (მხოლოდ სიგარის) მოწევა დაიშვა.

 

 

დღემდე ვაცხადებდით, რომ ჩვენ არ შევეგუებოდით მსგავს გამონაკლისს, რომელსაც თავიდანვე პროვოკაციული დანიშნულება ჰქონდა. კერძოდ, მოსალოდნელი იყო ის, რაც ორი დღის წინ მოხდა. ააიპ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" პარლამენტს განცხადებით მიმართა, დაიშვას შესწორება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მეათე მუხლში, სადაც ე ქვეპუნქტით მოწევა მხოლოდ სამორინეში შეიძლება. აღნიშნული ასოციაცია კანონის ასეთ დეფინიციას ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევს და მოითხოვს, რომ მოწევა დაიშვას სათამაშო ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებით, არამხოლოდ სამორინეებში, არამედ ტოტალიზატორებში, აზარტულ კლუბებში და სათამაშო აპარატების სალონში. ასოციაციის განცხადებით, დღევანდელი კანონი სამორინეებს თითქოს მონოპოლიურ უფლებას აძლევს და სათამაშო ბიზნესის სხვა სუბიექტებს გაკოტრებით ემუქრება. თუ მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, გამოსავალი მარტივია, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში უნდა გაუქმდეს მოწევის დაშვების გამონაკლისი სამორინეებში და სიგარაბარებში, რაც სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მიერ დასახელებულ მონოპილიის საფრთხესაც მოხსნის და სამორინეებში და სიგარაბარებში დასაქმებულ პერსონალსაც დაიცავს მწეველი სტუმრების მიერ მოხმარებული თამბაქოს კვამლისგან", - აღნიშნულია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებაში.

 

 

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებით, მათი ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.


 

 

„ვიმედოვნებთ, აღნიშნული კომიტეტი საზოგადოების ჯანმრთელობის უფლებიდან გამომდინარე იმსჯელებს, თამბაქოს კონტროლის კანონში დახურულ სივრცეში მოწევის დაშვების გამონაკლისს გააუქმებს და სამორინეებსა და სიგარაბარებსაც გაათავისუფლებს თამბაქოს კვამლისგან.

 

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, თამბაქოს ალიანსი მზად არის, ამხილოს თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტები, რომლებიც ამჯერად საკანონმდებლო ხელისუფლებაში აქტიურობენ. მოვითხოვთ სამართალდამცველებმა გამოიკვლიონ კონკრეტულ პარლამენტართა კავშირები თამბაქოს ინდუსტრიასთან", - ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებაში.

 

 

1tv.ge

 

 

 

 

 



კლუბი ბასიანი იხსნება

კლუბი ბასიანი იხსნება
person access_time2018-05-23 15:12:40
კლუბი ბასიანი იხსნება. ამის შესახებ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი „facebook“-ზე წერს. გელბახიანის ინფორმაციით მათ შსს-დან დაურეკს და უთხრეს, რომ კლუბს ლუქი მოეხსნა.   შეგახსნებთ, რომ სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების...

პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს

პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს
person access_time2018-05-23 14:50:45
  226-წლიანი ისტორიაში პირველად, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.     კაპიტალიზაციის მოცულობით მსოფლიოში უმსხვილეს ბირჟას სტეისი კანინგემი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ მომენტისთვის ოპერაციული დირექტორის პოსტს იკავებს.     კანინგემი ახალ პოზიციას 25 მაისს დაიკავებს.  

ბათუმში კაზინო ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი

ბათუმში  კაზინო  ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი
person access_time2018-05-23 11:52:13
  კომერსანტისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ ბათუმში  ცნობილი ლაქშერი ტიპის სამორინე  — Eclipse შემოდის. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბათუმისა და თბილისის ქუჩებში საინტერესო ბანერები გაჩნდა წარწერით: ეკლიპსი გვიახლოვდება. როგორც — ეკლიფსი-ის წარმომადგენლობამ განგვიცხადა, ახალი...

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ
person access_time2018-05-23 10:47:35
  Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორის კენეტ როტის განცხადებით, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით  სურს პატივისცემის მოპოვება და თავის მხარეს სურს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება.    ამიტომ უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო...

საქართველო საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება

საქართველო  საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება
person access_time2018-05-23 11:00:00
   საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია – ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა  თორნიკე ზირაქიშვილმა რადიო „კომერსანტს “უთხრა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი, კარგი ინფრასტრუქტურა...


მსგავსი სიახლეები

up