თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“

access_time2019-09-16 13:30:32

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. რეგულაციები ახალი ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესებს შეეხება. თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის ბაზარზე შეტანის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს შეატყობინონ.


ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტში არსებულ ამ კანონპროექტს აკრიტიკებს და მას თამბაქოს ინდუსტრიის ინიციატივით მომზადებულ ცვლილებათა პროექტად აფასებს.



„კომერსანტი“ ალიანსის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:



„დასანანია, რომ დღეს, როდესაც უკვე ცნობილია ელექტრონული სიგარეტის სასიკვდილო გავლენის შესახებ, საქართველოს პარლამენტში მომაკვდინებელი პროდუქტის რეალიზაციის და პოპულარიზაციის ხელშემწყობ საკანონმდებლო ცვლილებას განიხილავენ. არადა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში საყოველთაოდ ცნობილი გახდა იმ ტრაგედიების შესახებ, რომელიც უშუალოდ ელექტრონულ სიგარეტს უკავშირდება, აშშ-ში ფილტვის დღემდე უცნობი დაავადებით გარდაცვლილია 6 და ასობით უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი კლინიკებში მკურნალობას განაგრძობს. გარდაცვლილთა და დაზარალებულთა უმრავლესობა თინეიჯერია, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ელექტრონული სიგარეტის რეალიზაციაზე უმკაცრესი შეზღუდვები უკვე გამოაცხადა. ევროკავშირიც ასეთივე შეზღუდვებიას მომხრეა.



ჯანდაცვისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის ვიტენის ანდრიუკაიტისმა საქართველოს მთავრობასაც მოუწოდა, უფრო გაამკაცროს ელექტრონული სიგარეტისა და ახალი მოწყობილობების რეგულირება, რადგან, ევროკომისრის აზრით, ახალი ტიპის მოწყობილობები განსაკუთრებით მიმზიდველია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, შესაბამისად, მათზე მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს.




“თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს, შექმნას ახლებური მოწყობილობები და წარადგინოს, როგორც ნაკლებად საზიანო, თუმცა ეს ასე არ არის. მთავრობაზე და პარლამენტზეა დამოკიდებული, რომ მინიმუმზე დაიყვანოს ზემოქმედება და ახალი თაობები დაიცვას თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენისგან. ევროკავშირის სტანდარტებით, ელექტრონული სიგარეტი კანონმდებლობით დაშვებულია და რეგულირდება, მაგრამ ეს საერთო კანონმდებლობაა. მთავრობებმა ინდივიდუალურად უნდა შეაფასონ ვითარება ეპიდემიოლოგიური კუთხით და წარადგინონ ბევრად უფრო ეფექტიანი რეგულაციები მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად. ძირითადად, საუბარია ბავშვებზე, რომელთაც არ აქვთ არჩევანი, და მიჰყვებიან უფროსების მაგალითს, ისევე როგორც ქუულ (ცოოლ) იდეას“. - აცხადებს ანდრიუკაიტისი.



ელექტრონული სიგარეტის მოზარდებში მოთხოვნასთან დაკავშირებით მძიმეა მდგომარეობაა საქართველოშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ჩატარებული კვლევების თანახმად, მოზარდებში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საგანგაშო სტატისტიკაში მნიშვნელოვანი წილი სწორედ ელექტრონულ და გახურებად თამბაქოს უკავია. უკვე ყოველი მეხუთე ახალგაზრდა ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელია.



მიუხედავად ამისა, პარლამენტში თამბაქოს ინდუსტრიის კეთილდღეობაზე ზრუნავენ და აღარც მალავენ, რომ მკვლელ ბიზნეს ლობირებენ. ფაქტია, საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა სწორედ პარლამენტართა ერთმა ჯგუფმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, დავით სონღულაშვილმა, სულხან მახათაძემ, ირაკლი მეზურნიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა წარმოადგინეს. მაშინ, როდესაც ანალოგიური ცვლილებათა პროექტის წარდგენა თამბაქოს ინდუსტრიამ მანამდე ორჯერ წარუმატებლად სცადა.



2018 წელს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“(ერთ-ერთი წევრი „ფილიპ მორისია“) სახელით წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანიც თამბაქოს კონტროლის ეფექტური კანონის დარღვევა იყო, საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო. შემდგომში თამბაქოს ინდუსტრია მთავრობის ხელით ეცადა იგივე ინიციატივის დაყენებას, თუმცა ამაოდ, ვიდრე ჩამოთვლილი პარლამენტარების გული არ მოიგო.



თამბაქოს კონტროლის ალიანსი მიიჩნევს, რომ:



  1. წარმოდგენილი კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა და თამბაქოს კონტორლის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს ეწინააღდეგება, რადგან ის მომზადებულია უშუალოდ თამბაქოს ინდუსტრიისა და მათთან დაკავშირებული პირების ჩართულობით და მათთან კონსულტაციებით. შესაბამისად, კანონპროექტიდან უნდა ამოიღონ ელექტრონულ სიგარეტთან და ახალი ტიპის თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული რეგულაციები და მათზე, როგორც თამბაქოს პროდუქტზე ისედაც ვრცელდება ყველა სახის რეგულაცია, მათ შორის რეკლამა/პოპულარიიზაციის სრულად აკრძალვა, შეფუთვა-მარკირების წესები, მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივ შენობებში და ა.შ.;



2. საქართველო გამოცხადდეს ელექტრონული სიგარეტის, გახურებადი თამბაქოსა და თამბაქოს ახალი ნაწარმისაგან თავისუფალ ზონად. აღსანიშნავია ისიც, რომ ელ. სიგარეტები და ე.წ. გახურებადი თამბაქოს პროდუქტები საერთოდ აკრძალულია მსოფლიოს 48 ქვეყანაში,“-აღნიშნულია განცხადებაში.






BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up