„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - მთავრობას თამბაქოს ჩარჩო კონვენციის მიერ მინიჭებული ინდექსი არ ანაღვლებს, მოსახლეობა კი მოწევის აკრძალვას ტაქსებშიც მოითხოვს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - მთავრობას თამბაქოს ჩარჩო კონვენციის მიერ მინიჭებული ინდექსი არ ანაღვლებს, მოსახლეობა კი მოწევის აკრძალვას ტაქსებშიც მოითხოვს

access_time2020-12-18 18:00:00

„მთავრობას თამბაქოს ჩარჩო კონვენციის მიერ მინიჭებული ინდექსი არ ანაღვლებს, მოსახლეობა კი მოწევის აკრძალვას ტაქსებშიც მოითხოვს”,-ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, ჯერ კიდევ სექტემბერში, საქართველოს ხელისუფლება გულგრილად შეხვდა თამბაქოს ჩარჩო კონვენციის საერთაშორისო ინდექსით მინიჭებულ სტატუსს.

„თამბაქოს ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის აღსრულების მიხედვით, კონვენციის წევრ 35 ქვეყანას შორის პირველ სამეულში აღმოვჩნდით, სადაც მთავრობა თამბაქოს ინდუსტრიას ზეგავლენის და საკუთარ საქმიანობაში ჩარევის უფლებას აძლევს. ამ დროისთვის, უკვე კონვენციის წევრ 57 ქვეყანას შორის, საქართველო კვლავ ლიდერობს.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა უკვე ორ წელზე მეტია არღვევს „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნას, 2018 წლის 1 ივნისამდე მიეღო მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“. დოკუმენტი შეთანხმდა ყველა შესაბამის უწყებასთან და 2018 წლის ივნისში მიეწოდა მთავრობას დასამტკიცებლად, თუმცა დღემდე არც განუხილავთ.

სწორედ მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხარდაჭერით: „ფილიპ მორისმა“, გასულ წელს, პარლამენტში სამჯერ წარადგინა „თამბაქოს კონტროლის“ კანონის დამანგრეველი საკანონმდებლო წინადადებები. მოითხოვდნენ, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ობიექტებში რეკლამასა და პოპულარიზაციას, თამბაქოს ახალი პროდუქტების გასინჯვის დაშვებას. ადგილობრივმა თამბაქოს ბიზნესმა საერთოდაც პარლამენტის წევრების სახელით სცადა გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვება, რითაც ლეტალური პროდუქტი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა.

„ბრიტანულ-ამერიკულმა თამბაქოს კომპანიამ“ „ქართული მაღაზიების ასოციაციის“ სახელით მთავრობასა და პარლამენტში წარადგინა წინადადება, შიდა ხილვადობის აკრძალვის გადავადების შესახებ, რომელიც ძალაში შევა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან. „ფილიპ მორისის“ წინადადება სამჯერვე უარყო პარლამენტმა, 15 გრამიანი შეფუთვის საკითხიც გაჩერდა და ვიმედოვნებთ, საერთოდ მოიხსნება დღის წესრიგიდან. „ქართული მაღაზიების ასოციაციას“ უარი უთხრეს ლეტალური პროდუქტის პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე”,-აღნიშნავენ ალიანსში.


როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებაშია აღნიშნული, იმედოვნებენ, რომ ახალი პარლამენტი თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებას განაგრძობს.

„სამწუხაროდ, მთავრობასა და პარლამენტზე სათამაშო ბიზნესის მაღალი ზეგავლენის გამო, 2019 წლიდან სლოტ-კლუბების ნაწილში მოწევა დაიშვა.

შეუზღუდავია თამბაქოს ინდუსტრიის კონტრიბუცია პოლიტიკური პარტიებისათვის. კორონავირუსის გავრცელების პერიოდში, თამბაქოს ინდუსტრია მონაწილეობდა ბიზნესთან შეხვედრებზე და სპეციალურ ფონდში თანხების შეტანა მათი კომპანიების უკანონო პოპულარიზაციისთვის გამოიყენეს. ამასთან, სამთავრობო გვერდზე უკანონოდ განთავსდა თამბაქოს ინდუსტრიის ლოგოები, რომლებიც მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის ჩარევით მოხსნეს.

დასანანია, რომ ბიზნეს ომბუდსმენის ოფისში თამბაქოს ინდუსტრია კვლავ სისტემატურად მართავს შეხვედრებს. ძირითადად სწორედ ამ ორგანიზაციის სახელით ამზადებენ და მთავრობას უგზავნიან კანონპროექტებს.

ვიმედოვნებთ, ახალი პარლამენტი განაგრძობს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებას და მთავრობას მოუწოდებს კანონის დაცვას და 2018 წლიდან დღემდე თაროზე შემოდებული ნორმატიული აქტის მიღებას. ასევე შესაძლებელი გახდება ტაქსებში მოწევის აკრძალვა. მეტიც, მოწევა აიკრძალება მსუბუქ ავტომობილში ბავშვებთან ერთად მგზავრობისას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ მოსახლეობის 90%-მდე თანახმაა ტაქსებში მოწევა აიკრძალოს. ფაქტია, ხალხს მოსწონს თამბაქოსგან თავისუფალი სივრცე და შესანიშნავად ხვდება მის მავნებლობას. ამიტომაც მთავრობა უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესს და კონსტიტუციურ უფლებას, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და არა ხელს უწყობდეს მომაკვდინებელი პროდუქციის მწარმოებლების, თამბაქოს ინდუსტრიის „ნათელ მომავალს“,-აღნიშნულია განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up