თამბაქოს კონტროლის ალიანსი - 2021 წლის მარტში 1361 სავაჭრო წერტილში სიგარეტით უკანონო ვაჭრობის საგანგაშო მდგომარეობა გამოვლინდა

თამბაქოს კონტროლის ალიანსი - 2021 წლის მარტში 1361 სავაჭრო წერტილში სიგარეტით უკანონო ვაჭრობის საგანგაშო მდგომარეობა გამოვლინდა

access_time2021-04-19 19:00:00

2021 წლის მარტში 1 361 სავაჭრო წერტილში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად სიგარეტით უკანონო ვაჭრობის საგანგაშო მდგომარეობა გამოვლინდა, – ამის შესახებ საუბარია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მათივე ცნობით, წინა წლებში, სამეგრელოს რეგიონის გარდა, საქართველოში სიგარეტით უკანონო ვაჭრობის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო.


„2021 წლის მარტში, 1 361 სავაჭრო წერტილში (სტაციონარული მაღაზიები, ბაზრობები და ხელზე მოვაჭრეები) ჩატარებული მონიტორინგით სიგარეტით უკანონო ვაჭრობის საგანგაშო მდგომარეობა გამოვლინდა.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ეკონომიკური ჰაბცენტრის კვლევების თანახმად, წინა წლებში, სამეგრელოს რეგიონის გარდა, საქართველოში სიგარეტით უკანონო ვაჭრობის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო. სამეგრელოში, 2017 წელს აფხაზურ აქციზიანი სიგარეტების მოცულობა 6%-მდე დაფიქსირდა, 2018 წელს კი 14%-მდე გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს ნაწარმზე გადასახადები არ გაზრდილა.


ამჯერად, არა მხოლოდ სამეგრელოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაუბრკოლებლად ხელმისაწვდომია რუსული წარმოების აფხაზურ აქციზიანი, ასევე რუსული, ბელორუსული ან სხვა ქვეყნების აქციზიანი და უაქციზო სიგარეტი.


აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ადმინისტრაციული საზღვრის პერიმეტრზე კონტრაბანდულად (სხვადასხვა პროდუქტით დატვირთული სატვირთო მანქანებით, ადმინისტრაციული საზღვრის ზოლში ახლომდებარე სახლებზე თოკების საშუალებით, სამგზავრო ავტობუსებით და ა.შ.) შემოტანილ სიგარეტს ნებისმიერ ქალაქში ნახავთ. ყველაზე ხელმისაწვდომია ორი ბრენდი: მანჩესტერი (წითელი, შავი, ლურჯი და თეთრი) და MAC (ორივე აფხაზური აქციზით). ზუგდიდში ამ ორი ბრენდის გარდა NZ (ბელორუსული აქციზით) შეძენაც შესაძლებელია. ხაშურში მონიტორმა „ომეგას“ დასახელების სიგარეტიც (ყოველგვარი აქციზის გარეშე) შეიძინა.


ბათუმში, აღნიშნული ბრენდების გარდა, შესაძლებელი იყო მარლბოროს (აფხაზური აქციზით და/ან უაქციზო), 2005 (უაქციზო), American Legend (უაქციზო), Pall Mall (უაქციზო), PS (უაქციზო), Dubao (უაქციზო), Credo (აფხაზური აქციზით) შეძენა.


არალეგალური სიგარეტი (ძირითადად მანჩესტერი და MAC) ხელმისაწვდომი იყო ქალაქების მიმდებარე სოფლებშიც.



კონტრაბანდული სიგარეტი ძირითადად ხელზე მოვაჭრეებთან იყიდება. ზოგ შემთხვევაში ხელმისაწვდომია ბაზრობების ტერიტორიებზეც.


არსებული მდგომარეობის მიხედვით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სიგარეტის არალეგალურ იმპორტსა და დისტრიბუციას სერიოზული მფარველები ჰყავს როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში. სხვაგვარად წარმოუდგენელია ასე ორგანიზებული და გამართული ქსელის მუშაობა. ეჭვებს ამძაფრებს პერიოდულად, კონტრაბანდის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი ხელისუფლების, ან ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მხილებაც. ცოტა ხნის წინ, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს სწორედ სიგარეტის კონტრაბანდის გამო წაუყენეს ბრალი.


რახან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან ადმინისტრაციული საზღვარი გვყოფს, საბაჟო სამსახური ვერანაირ ზომებს ვერ მიიღებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეთანხმებული და რადიკალური მოქმედება.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, 2017 წლიდან, საქართველოს ხელისუფლებას თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის აღკვეთის ოქმთან მიერთებას სთავაზობს. შედეგად, ამ სფეროში რისკების დაზღვევის და უკანონო ვაჭრობის შესამცირებლად, საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ საკანონმდებლო, ტექნიკურ და პროფესიულ მხარდაჭერას მივიღებთ. აღნიშნულ ოქმზე მიერთებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება თამბაქოს ინდუსტრია და მათი მხარდამჭერები მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. თამბაქოს ინდუსტრიას აწყობს კონტრაბანდის არსებობა (თუნდაც მინიმალურ დონეზე, როგორც დღესაა, გამოვლენილი უკანონო ვაჭრობის მოცულობა სავარაუდოდ, სიგარეტის წლიური მოხმარების 1%-ს არ აღემატება), რომ მთავრობა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, აჩვენონ, თითქოს კონტრაბანდა, ან უკანონო ვაჭრობა გადასახადების გაზრდის გამო გაიზარდა, რაც არასწორია. შესაბამისად, ინდუსტრია ცდილობს გადასახადები თამბაქოს მკვლელ ნაწარმზე გაზრდის ნაცვლად, ძველ ნიშნულზე დააბრუნებინოს და ამ სფეროში გადაწყვეტილებები მათ კონტროლს დაექვემდებაროს, რათა როგორმე შეაჩერონ თამბაქოს მოხმარების შემცირების ტენდენცია, რომელიც თამბაქოს კონტროლის კანონის, მათ შორის საგადასახადო პოლიტიკის გაძლიერებამ გამოიწვია.


15-20 წლის წინ, საქართველოში, თამბაქოზე ყველაზე მინიმალური გადასახადის მიუხედავად, კონტრაბანდა 75%-ზე იყო, სწორედ კორუფციისა და სუსტი ადმინისტრირების გამო. სამწუხაროდ, კორუფცია ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია, რომელსაც ქვეყნის ეროვნული ინტერესი ეწირება. ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდულად შემოტანილი და რეალიზებული ტვირთი არამხოლოდ ქართველი ჩინოსნების ჯიბეს ავსებს, აფხაზეთში ოკუპანტებსაც ფინანსურად აძლიერებს, რაც სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებზე დარტყმაა.


არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოვითხოვთ:


1. გამოვლინდეს და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების ნებისმიერი თანამდებობის პირი, ვინც პირდაპირ ჩართულია, ან მფარველობს სიგარეტის კონტრაბანდას აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან;


2. ფინანსთან სამინისტრომ და სხვა პასუხისმგებელმა უწყებებმა დაიწყონ ფართომასშტაბიანი რეაგირება უკანონო ვაჭრობის თითოეულ ფაქტზე;


3. საქართველოს ძალოვანმა სტურქტურებმა შეიმუშაონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტრაბანდული საქონლის კონტროლის სტრატეგია და მაქსიმალურად გააკონტროლონ აფხაზეთის რეგიონთან არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მთელი მონაკვეთი შესაბამისი ვიდეო და სატელიტური მეთვალყურეობის სისტემებით;


4. საქართველო დაუყონებლივ მიუერთდეს ჯანმო-ს, თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღკვეთის ოქმს, რომელიც ქვეყანას მისცემს საშუალებას ჩაერთოს თამბაქოს უკანონო ბრუნვის კონტროლის საერთაშორისო სისტემაში;


5. კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დანაკარგის ნაწილობრივ საკომპენსაციოდ, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, აუცილებელია თამბაქოზე გადასახადების თანმიმდევრული ზრდა;


6. თამბაქოს ინდუსტრიას, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-19 მუხლის საფუძველზე, მოეთხოვოს უკანონო ქმედებებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის კომპენსაცია, რომელიც მიემართება შესაბამის სახელმწიფო ფონდში და მოხმარდება, როგორც თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობა-პრევენციას, ასევე თამბაქოს უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრას და თამბაქოს მოწევის შეწყვეტის სერვისების განვითარებას“, – აღნიშნავენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up