თამბაქოს ინდუსტრიისთვის ახალი რეგულაციები 2017 წლის 1 იანვრიდან არ ამოქმედდება

თამბაქოს ინდუსტრიისთვის ახალი რეგულაციები 2017 წლის 1 იანვრიდან არ ამოქმედდება

person access_time2016-07-12 14:06:21

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ინდუსტრიისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას საიტი bpi.ge ავრცელებს.

 

ახალი რეგულირების შესახებ ამ დროისთვის მხოლოდ კანონპროექტი არსებობს, რომელიც საკანონმდელო ორგანოში პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ შეიტანა, თუმცა მისი განხილვა საშემოდგომო სესიისთვის გადაიდო.


კანონპროექტისადმი პარლამენტში ერთგვაროვანი მიდგომა არ არსებობს, რამდენადაც დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ  ასეთი დოკუმენტის მიღება ნაჩქარევად არ შეიძლება.


„რესპუბლიკური“ პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტ პარლამენტმა დაჩქარებული წესით არ უნდა მიიღოს.


როგორც კანონპროექტის განხილვის დროს „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, მას არ უნახავს დასკვნა, რომ თამბაქოზე ფასების ზრდა და შეზღუდვების შემოღება მწეველთა რიცხვს შეამცირებს.


მისი მოსაზრებით, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვებით მწეველები „უკეთესს ვეღარ მოწევენ და მოწევენ უარესს“.


„პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს. მოგიწოდებთ ბიუროს წევრებს, ავწონ-დავწონოთ. აქ არის ელექტრონული სიგარეტი შემოტანილი, მე არ მაქვს დასკვნები, რომ ის უნდა აიკრძალოს, არც იმის დასკვნები მაქვს, პერმანენტულად შეზღუდვა სიგარეტის წარმოების, ფასების ზრდა და ა.შ. რამენაირად პოზიტიურად მოქმედებდეს მწეველთა შემცირებაზე. არ მოქმედებს ასე, პირიქით, უკეთესს ვეღარ ეწევა და ეწევა უარესს. მე, როგორც ყოფილი მწეველი, სოლიდარობას ვუცხადებ მწეველებს, არ მინახავს სათანადო კვალიფიციური, ისეთი დასკვნები, შეიძლება მე არ მინახავს და არის, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ასე სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ეს შემოთავაზებული ცვლილებები“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა კანონპროექტის განხილვისას.


კანონპროექტს პარლამენტში მომხრეებიც ჰყავს. მაგალითად, პარლამენტის წევრი თემურ ნერგაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ თამბაქოს ანტირეკლამისთვის სოლიდური თანხა უნდა გამოყოს. მან კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ აშშ-ში მწეველთა რაოდენობა დიდი კამპანიის ჩატარებით  შემცირდა. “აშშ-ს ეშველა ერთი რაღაცით – ჩაატარეს დიდი კამპანია, „ვინც ეწევა , არის გოიმი“, – დახარჯეს ამაზე მილიარდები, ახლა ამერიკაში რომ ეწევი, ხარ გოიმი, არ გინდა გოიმი იყო და დაანებებ თავს მოწევას, აბა რა იქნება. სახელმწიფომ უნდა დახარჯოს ბევრი ფული ამაზე, უფრო მკაცრი კანონი უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა თემურ ნერგაძემ.


ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ცვლილებების მიღებამდე კანონმდებლებმა ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ და აღიარებენ, რომ შეზღუდვებს შედეგი არ მოაქვს. კერძოდ, შეზღუდვების ამოქმედებისას უნდა გაითვალისწინონ, რომ ასეთი შეზღუდვებით მწეველთა რაოდენობის შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია, მთავარია, საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება. კანონპროექტის კანონად ქცევამ კი შესაძლოა თამბაქოს „დახლქვემოთ“ გაყიდვის ფაქტს შეუწყოს ხელი.

შეგახსენებთ, რომ გუგული მაღრაძის ინიცირებული კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ყველა სახის რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს.


კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების მიერ დაკავებული ფართობის 30%-დან 65%-მდე გაზრდას.


ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარის რეალიზაციის აკრძალვას იმ ფორმით, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ ტრანსპორტში მსხდომთათვის.




დღეიდან მთავრობა იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს

დღეიდან მთავრობა  იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს
access_time2020-05-27 13:45:31
„მთავრობა დღეიდან და მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველი იმ ადამიანისთვის რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და მისი სახცოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამშენებლო სექტორზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო სექტორს ახალმა კორონავირუსმა მშნივნელოვანი დარტყმა მიაყენა. „სერიოზული ზარალს კიდევ ერთი სექტორი მიიღებს, ეს არის დეველპმენტი და...

ეროვნული ბანკი ლარში უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს

ეროვნული ბანკი ლარში  უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას  პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს
access_time2020-05-27 13:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. BM.ge-ის ერთ-ერთი კითხვა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას შეეხებოდა, რომელიც მთავრობას ოფიაციალურად არ გაუჟღერებია, მაგრამ სამშენებლო კომპანიების ნაწილი და საბანკო ასოციაცია ადასტურებს, რომ აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს. კობა გვენეტაძის თქმით, ეს პროექტი მსესხებელთა ფინანსურ მდგომარეობს გააჯანსაღებს და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით...

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...


მსგავსი სიახლეები

up