თამბაქოს იმპორტიორი კომპანიები აკაკი ზოიძის ინიციატივაზე - გასახვევ თამბაქოზე აქციზის ზრდა მწეველთა რაოდენობას არ შეამცირებს და  კონტრაბანდას გაზრდის

თამბაქოს იმპორტიორი კომპანიები აკაკი ზოიძის ინიციატივაზე - გასახვევ თამბაქოზე აქციზის ზრდა მწეველთა რაოდენობას არ შეამცირებს და კონტრაბანდას გაზრდის

access_time2019-03-06 10:00:14

ქვეყანაში თამბაქოზე აქციზის ზრდამ გამოიწვია ის, რომ მწეველმა მოსახლეობამ ალტერნატიული გზების  მოძიებაზე დაიწყო ფიქრი, კერძოდ, ფასის ზრდამ იძულებული გახადა, რომ გასახვევი თამბაქოს მოხმარებაზე გადასულიყვნენ.


თუმცა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლების აჟიოტაჟი გამოიწვია ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებამ, რომლის თანახმადაც, გასახვევ თამბაქოზე აქციზის ზრდა იგეგმება. როგორც პარლამენტარმა აღნიშნა, მისი იდეის მიზანს თამბაქოს მოხმარების შემცირება წარმოადგენს.


„კომერსანტთან“ საუბრისას იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებმა განსხვავებულ აზრი გამოთქვეს. მათი განცხადებით, თამბაქოზე აქციზის ზრდა ქვეყანაში მწეველთა რაოდენობას არ ამცირებს და ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მიერ აქციზის გაძვირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები კონტრაბანდის ზრდას უწყობს ხელს.


მწარმოებლების განცხადებითვე, ახალი ინიციატივა შავი ბაზრის განვითარებას ხელს უფრო მეტად შეუწყობს. საქართველოში უაქციზო თამბაქოს შემოტანის ფაქტები მას შემდეგ გაიზარდა, რაც თამბაქოზე აქციზმა რამდენჯერმე მოიმატა. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, თამბაქოზე აქციზის გაზრდამ კომპანიების გაყიდვების კლება გამოიწვია.

 

იმპორტიორი კომპანია „ჯეი თი აი კავკასიის“ კომუნიკაციების სპეციალისტის ივა ხასიას განცხადებით, შესახვევ თამბაქოზე აქციზის გაძვირება მწეველთა რაოდენობის შემცირებას არ გამოიწვევს და მხოლოდ კონტრაბანდას გაზრდის. რაც შეეხება სტატისტიკას, ხასიას განმარტებით, არაკანონიერი გზით შემოტანილი გასახვევი თამბაქოს რაოდენობრივი მონაცემი არ არსებობს და სახელმწიფო მას ვერ აკონტროლებს.


მისივე თქმით, კანონიერი ბიზნესი გაზრდილი აქციზის გადამხდელია და ისინი უკანონო მეწარმეებთან არათანაბარ კონკურენტულ პირობებში არიან.


 

ივა ხასიას განცხადებითვე, კომპანია პირველი კვარტლის დახურვას ელოდება, რათა ქვეყანაში თამბაქოს (ასევე გასახვევი თუთუნის) უკანონოდ შემოტანის საკუთარი სტატისტიკა წარმოადგინოს. „ჯეი თი აი კავკასიის“ კომუნიკაციების სპეციალისტი საგადასახადო კოდექსში არსებულ ლაფსუსებზეც საუბრობს.


„დაზუსტებით ვიცი, რომ არსებობს პატარა ჯგუფები, ვისაც თამბაქოს დიდი ოდენობა კონტრაბანდული გზით შემოაქვს და მას ე.წ. ბაზრობებზე ყიდის. ასეთი ფაქტები განსაკუთრებით რეგიონებში ფიქსირდება, თუმცა ამაზე საუბარი სამომავლოდ უფრო შესაძლებელი იქნება. აქვე საგადასახადო კოდექსზეც ვიტყვი. საგადასახადო კოდექსში ჩანაწერი არსებობს, რომელიც ლავირების საშუალებას იძლევა. კერძოდ, თუ თამბაქოს იმპორტის დროს საბაჟოზე 500 გრამამდე თამბაქოზე გადასახადს ვიხდი, 500 გრამზე მეტის შემოტანაში არაფერს ვიხდი -  ამას ჩვენ შეგვიძლია შეცდომა დავარქვათ, რადგან ეს გამოსასაწორებელია,“ - აღნიშნა ივა ხასიამ.

 

როგორც „ფილიპ მორისი საქართველოს“ კორპორატიული განყოფილების ხელმძღვანელმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, კონტრაბანდული გზით შემოტანილი თამბაქოს რისკი ქვეყანაში ისედაც მაღალია.


„კონტრაბანდული გზით შემოტანა ქვეყანაში ახალი ამბავი არ არის. ასევე აქციზი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება და გასული წლის დეკემბერშიც გაიზარდა. გასახვევი თამბაქოს აქციზის ზრდაზე ამ ეტაპზე ზუსტ შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან ჯერ ფასის ზრდა უნდა მოხდეს და შემდგომ ამ საკითხზე უფრო თამამად შეიძლება საუბარი. ბაზარი ყველაფერს გვიჩვენებს,“ - განმარტა ნონა მამულაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1 იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად, კომპანიებს, კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად, სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, 1 იანვრიდან აქციზის განაკვეთი გათანაბრდა ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე და 20 ღერზე 1.7 ლარი გახდა. შედეგად, 1 იანვრიდან სიგარეტი საშუალოდ 50 თეთრით გაძვირდა.

 

ასევე, 2018 წელს დაიანგარიშეს, რომ საქართველოში თამბაქოს კონტრაბანდა 20-ჯერ გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა. თუ  2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 15 საქმე აღიძრა, 2017 წელს  ასეთი საქმეების რაოდენობამ  64-ს მიაღწია. ამავე მონაცემებით, 2016 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 21 პირის მიმართ, 2017 წელს კი 63 პირის.

 

რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 26 557 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წელს კი 557 685 კოლოფი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტები 20-ჯერ გაიზარდა.



ლიკა გურაბანიძე





ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up