თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები - რატომ უპირისპირდებიან ჯანდაცვის ექსპერტები ინოვაციებს?

თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები - რატომ უპირისპირდებიან ჯანდაცვის ექსპერტები ინოვაციებს?

access_time2021-03-09 11:58:52

ჯანდაცვის ექსპერტები და კანონმდებლები ხშირად უპირისპირდებიან თამბაქოს ინდუსტრიის იმ ინოვაციებს, რომლებიც თამბაქოს მოხმარების რისკების შემცირებასა და მწეველთათვის ალტერნატიულ, პოტენციურად ნაკლები ზიანის მქონე თამბაქოს პროდუქტის შეთავაზებას ისახავს მიზნად.

 

ერთ-ერთ ასეთ ინოვაციას თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობა მიეკუთვნება, რომელიც ნიკოტინის მიწოდების სრულიად ახალ ფორმას უზრუნველყოფს. მოწყობილობა არ იყენებს წვას, არამედ იყენებს გახურების ტექნოლოგიას. შედეგად, არ გამოყოფს კვამლს, რომელიც მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზად სახელდება. ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, მოწყობილობა ამცირებს ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს. ეს თამბაქოს ინდუსტრიის ინოვაციაა.

 

“ინოვაციისთვის საჭიროა თავისუფლება, რაც რამდენიმე სახის თავისუფლებას გულისხმობს: ექპერიმენტაციის, ინვესტიციისა და შეცდომების დაშვების თავისუფლება; საკანონმდებლო სფეროს  შეზღუდვებისგან  თავისუფლება და, რაც მთავარია, მომხმარებლის არჩევანის თავისუფლება”, - წერს მეთ რიდლი, წიგნში “როგორ მუშაობს ინოვაცია”.

 

აქედან გამომდინარე, თავისუფალი გარემო ინოვაციების შექმნისადმი ინტერესს იწვევს, ბაზარზე მათ სიცოცხლისუნარიანობას კი მომხმარებლის არჩევანი განსაზღვრავს.

 

თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები დღეს თამბაქოს ინდუსტრიაში მნიშვნელოვან აქტორებს წარმოადგენენ. სამეცნიერო და ინჟინერული მეთოდების კომბინაციის შედეგად შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგია (“Value Proposition”), ნიკოტინის მიწოდებას ლეტალური გვერდითი ეფექტების გარეშე უზრუნველყოფს.

 

შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობა ჯანდაცვის ორგანიზაციებისა თუ ექსპერტებისთვის ძალიან მნიშვნელოვან, წინ გადადგმულ ნაბიჯს უნდა წარმოადგენდეს, რადგან პოტენციურად ხელს უწყობს კიბოს, გულისა და სასუნთქი სისტემების დაავადებების, ადრეული სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების შემცირებას. თუმცა, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების შესაძლო დადებით მხარეებზებე ყველა არ თანხმდება.

 


მოწყობილობების გავრცელებასა და მოხმარებას უპირისპირდებიან ისეთი გავლენიანი ჯანდაცვის ინსტიტუტები, როგორებიც არის: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, საკანონმდებლო ორგანოები, ასობით აკადემიკოსი, მეცნიერი თუ ჟურნალისტი.

 

“ისინი ეწინააღმდეგებიან თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკას და პარალელურად, მხარს უჭერენ თუნდაც შემცირებული რისკის მქონე არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებლისთვის მიწოდებას”, - წერენ თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობების მომხმრე ექსპერტები. 

 

ამ დაპირისპირებას ექსპერტები რამდენიმე მიზეზით ხსნიან:

 

ფინანსური ინტერესი- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ელემენტია, ვინაიდან, თამბაქოს რისკის შემცირების პოლიტიკის ოპონენტები მოწყობილობაზე დაწესებულ გადასახადებს, ძირითად შემთხვევაში, ფინანსური სარგებლის (მათ შორის გრანტების) მიღების მიზნით უჭერენ მხარს. 

 

მეორე ახსნა კი შეიძლება იყოს ის, რომ თამბაქოს ზიანის შემცირება და მისი ინოვაციური მოდელი თამბაქოს კონტროლის აქტივისტებისა და აკადემიკოსებისთვის კონტრკულტურულ ცნებას წარმოადგენს. თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი აკრძალვები და იძულებაა. აქტივისტებისთვის კერძო სექტორი არის პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზი, ხოლო მთავრობა ან არასამთავრობო ორგანიზაცია კი - ამ პრობლემის გადაჭრის გზა.

 

შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოდელი, რომელიც ქმნის თავისუფალ გარემოს, უზრუნველყოფს მსუბუქად რეგულირებულ, თავისუფალ ბაზარზე ინოვაციებისა და მომხმარებლის ურთიერთქმედებას - არსებული ჯანდაცვის სისტემებისთვის მიუღებელ ფორმას წარმოადგენს, რადგან მათ კულტურულ ნორმებს ეწინააღმდეგება.

 

მესამე ახსნას კი ინსტიტუციური ინერტულობა წარმოადგენს. 1980-2010 წლებში, როდესაც აქტივისტები დაუპირისპირდნენ “დიდ თამბაქოს”-ს, მათი მიზანი თამბაქოს მოხმარების შემცირება იყო. ბაზარზე ელექტრონული მოწყობილობების გამოჩენის შედეგად კი წინააღმდეგობის ახალი ტალღა დაიწყო. თუ წინა ათწლეულში აქტივისტები ნიკოტინის მოხმარებას უპირისპირდებოდნენ, ახლა ისინი ახალი მოწყობილობის წინააღმდეგ გამოდიან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ ინოვაციების უკან თამბაქოს ინდუსტრია დგას. ეს არის ერთგვარად “შეუქცევადი კონფლიქტი” თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვის სფეროს შორის.

 

“დებატები ახალი ტექნოლოგიებისა და მათი დადებითი მხარეების შესახებ ისტორიულად მიმდინარეობს. ხშირად ინოვაციებს სკეპტიკურად უყურებენ და უპირისპირდებიან - იქმნება კონსპირაციული თეორიები, ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება და ხშირად ხდება ისე, რომ ინოვაციასთან დაკავშირებული ჯერ კიდევ უცნობი რისკები უკვე ნაცნობ საფრთხეებს ჩრდილავს” , - წერს კალესტოს ჟუმა, წიგნში “ინოვაცია და მისი მტრები: რატომ ეწინააღმდეგებიან ადამიანები ახალ ტექნოლოგიებს”.

 

კალესტოს ჟუმას მიდგომა თამბაქოს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თამბაქოს რისკის შემცირების პოლიტიკის წინააღმდეგ არსებულ დამოკიდებულებას ხსნის. ინოვაციების იმპლემენტაცია დროს მოითხოვს. თუმცა, ეს პერიოდი, რომელიც მიმღებლობისთვის არის საჭირო, ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი მოექცევა ტრადიციული თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ.


(R)

თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up