თამაზ გაიაშვილი - „ტავ ურბან ჯორჯიას“ 9 მილიონ ლარს არ გადავუხდი, თურქული კომპანია მოსაკრებელით  ქართველებს ხარკს ახდევინებს“

თამაზ გაიაშვილი - „ტავ ურბან ჯორჯიას“ 9 მილიონ ლარს არ გადავუხდი, თურქული კომპანია მოსაკრებელით ქართველებს ხარკს ახდევინებს“

access_time2019-03-12 16:00:30

“ტავ ურბან ჯორჯიას” 9 მილიონ ლარს არ გადავუხი,“ - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც თამაზ გაიაშვილი აღნიშნავს, “ტავ ურბან ჯორჯიასთან” “ჯორჯიან ეარვეისს” 9 მილიონ ლარიანი დავალიანება ერთი წლის განმავლობაში დაუგროვდა. მისივე განცხადებით, „ტავ ურბან ჯორჯიამ“ ქართულ კომპანიას შეღავათი რეალურად უნდა გაუწიოს, რადგან აეროპორტში არსებული მაღალი საფასო პოლიტიკა ყველაფერზე უარყოფითად აისახება.


თამაზ გაიაშვილის თქმითვე, თურქული კომპანია მოსაკრებელით ქართველებს ხარკს ახდევინებს.


„ეს გადასახადები თავდაპირველად 13 დოლარს შეადგენდა და ახლა 24 დოლარია. ავიაკომპანია წლიდან წლამდე მოსაკრებლის გამო ვალში იყო,“ - აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.



შეგახსენებთ, რომ „ტავ ურბან ჯორჯიას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Georgian Airways-ს “ტავ ჯორჯიას” მიმართ 9 მილიონი ლარის დავალიანება აქვს და, ოპერატორი კომპანიის მიერ შეთავაზებული გადახდის გრაფიკის შეთავაზების მიუხედავად, ავიაკომპანია ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია Georgian Airways არ შეასრულებს ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას, ტავ ჯორჯია იძულებული გახდება შეუზღუდოს ავიაკომპანიას აეროპორტის სერვისების და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა. ტავ ჯორჯიას მიერ, Georgian Airways-ისთვის გაგზავნილი წინასწარი შეტყობინებებისა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ავიაკომპანია უარს ამბობს, დაიცვას თავისი მგზავრების ინტერესები და შეასრულოს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები.


თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია ტავ ჯორჯია უკვე 14 წელზე მეტია, ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციებით, ინფრასტრუქტურული პროექტებით, მოზიდული ავიაკომპანიების რაოდენობითა და მგზავრებისთვის ახალი მიმართულებების შეთავაზებით, ქართული საავიაციო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.



ლიკა გურაბანიძე






თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up