თამაზ გაიაშვილი: რუსეთის მიმართ GEORGIAN AIRWAYS–ს ვალი არ აქვს

თამაზ გაიაშვილი: რუსეთის მიმართ GEORGIAN AIRWAYS–ს ვალი არ აქვს

access_time2019-06-22 19:35:39

Georgian Airways–ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პასუხობს და აცხადებს, რომ კომპანიას რუსეთის მიმართ დავალიანება არ აქვს.

 

"წლების წინ რუსეთის მიმართ მართლაც არსებობდა გარკვეული დავალიანება, თუმცა ეს დავალიანება იყო უკვე გაკოტრებული ავიაკომპანიების მიერ დაგროვილი ვალი. როგორც მახსოვს თანხა 3 მლნ დოლარს შეადგენდა.

 იმ წლებში ხელისუფლებამ გვითხრა, რომ თუ ჩვენ ამ დავალიანებას ნაწილს დავფარავდით, Georgian Airways-ი იქნებოდა ერთადერთი ქართული ავიაკომპანია, რომელსაც რუსეთის მიმართულებით ფრენების განხორციელება შეეძლებოდა. მაშინ ჩვენმა კომპანიამ 2 მლნ დოლარი გადაიხადა", – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

 

8 ივლისიდან ქართული ავიაკომპანიების ავიარეისები რუსეთის ფედერაციაში შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ რუსეთის საავიაციო უწყებამ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას უკვე აცნობა.

 


ფრენების შეჩერების მიზეზად, ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება სახელდება.

 

როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამ დროისათვის ქართული მხარის დავალიანება 792 543,19 აშშ დოლარს და 592 251,95 რუბლს შეადგენს.

 

ავიამიმოსვლის აღდგენის პირობად ქართული ავიაკომპანიების მიერ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამების წარდგენა და აეროსანავიგაციო მომსახურების დავალიანების დაფარვა სახელდება.

 

"აღნიშნული დავალიანება ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა, თუმცა არ დაუბრუნებია.

 

რუსეთის საავიაციო ხელისუფლება მზადაა კონსულტაციები გამართოს ქართულ მხარესთან", – წერია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.






მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up