რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

access_time2020-08-12 18:10:42

„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა.


დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.


მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო ძლიერდება, რადგან გუნდს ქვეყნაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი თამაზ გაიაშვილი უერთდება. ხაზარაძის თქმით, გაიაშვილის გადაწყვეტილება ბიზნესმენისთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა ისინი ქვეყნის მომავლისთვის ერთიანდებიან. „ლელოს თავმჯდომარემ მას პარტიაში გაწევრიანებისთვის მადლობა გადაუხადა.


„ დღეს ჩვენ შემოგვიერთდა საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექოლოგიური საქმეს და ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი 25 წლის წინ. მან გაიარა ის სიმძიმეები, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ამ წლების განმავლობაში გამოწვევის სახით, დაასაქმა ათასობით ადამიანი, შექმნა ათეულობით წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და მისი გადაწყვეტილება, რომ შემოუერთდა „ლელოს, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. თამაზ გაიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს 120 ფრენა განახორციელა აფხაზეთის მიმართულებით და საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოიყვანა დევნილები და თანამოქალაქეები აფხაზეთიდან,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.



თამაზ გაიაშვილმა საკუთარ გადაწყვეტილებასა და პოლიტიკაში ჩართვაზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკაში მისი წასვლა მძიმე იყო, თუმცა ამ ეტაპზე საჭირო გახდა.


„საკმაოდ მძიმე იყო დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში ჩართვა არ არის ადვილი საქმე. თუმცა, მე დავკარგე იმედი, რომელიც 2012 წელს გამიჩნდა ამ მთავრობის მიმართ. დღეს დადგა ის დრო, როდესაც ყველანი ჩვენი შვილების მომავალზე ვართ ორიენტირებული და გვინდა, მათ ბედნიერი საქართველო დავუტოვოთ, სწორედ ამ მიზნისთვის ვწევრიანდებით ერთად და ვართ „ლელოში. ჩვენ გვაწუხებს ჩვენი შვილების მომავალი და მეტი გზა არ გვაქვს, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ბედზე. ჩემი მთავარი მესიჯია, შემოუერთდით „ლელოს და ერთად ავაშენოთ ბედნიერი საქართველო,- აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.


„ლელოს ახალი გუნდის წევრის შემოერთებას პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძეც ეხმაურება და იმ საერთო ღირებულებებზე საუბრობს, რომელიც პარტიასა და თამაზ გაიაშვილს აკავშირებს.


„ბატონი თამაზის გადაწყვეტილება არის იმის მანიშნებელი, რომ ვახერხებთ ჩვენი ძალისხმევისა და იდეების გაერთიანებას, რათა ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. თამაზ გაიაშვილი არის დიდი დამსაქმებელი და ამ ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა დასაქმება და უმუშევრობაა. მასთან ერთად ვიფიქრებთ, როგორ გამოვიყვანოთ სხვადასხვა დარგები კრიზისიდან, რომელთა განვითარებაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი - ლევან სამუშია და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდნენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up