თამაზ დაუშვილი:„ბიზნესი დღეს რეპრესიებს აღარ განიცდის, თუმცა, ბიზნესის კეთების მოტივაცია უფრო დაბალია “

თამაზ დაუშვილი:„ბიზნესი დღეს რეპრესიებს აღარ განიცდის, თუმცა, ბიზნესის კეთების მოტივაცია უფრო დაბალია “

access_time2019-09-16 11:00:05

ბიზნესმენი, კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „კომერსანტთან“ ბიზნესის თავისუფლების ნაწილში ფინანსთა მინისტრს ეთანხმება, რომელმაც განაცხადა, რომ ბოლო 25 წლია ბიზნესი ისეთი თავისუფალი, როგორიც დღესაა, არ ყოფილა. დაუშვილი განმარტავს, რომ დღეს ბიზნესი თავს შედარებით თავისუფლად გრძნობს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ბიზნესში გარკვეული პრობლემები არსებობს და ამაზე კონკრეტული ბიზნესმენები ღიად არ საუბრობენ.


დაუშვილი თვლის, რომ ფინანსთა მინისტრის ეს განცხადება სიმართლის გარკვეულ მარცვალს შეიცავს.


„ბიზნესი დღეს რეპრესიებს აღარ განიცდის. თუმცა შესაძლოა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბიზნესში გამოჩნდეს ხალხი, ვინც იტყვის, რომ რაღაც ხდებოდა ამ პერიოდში და შიშს გამო ხმას ვერ იღებდნენ. არც ეს არაა გამორიცხული.“,-აცხადებს დაუშვილი.


მისივე განმარტებით, ბიზნესგარემო ორი კომპონენტისგან შედგება-ეკონომიკური და სამართლებრივი. სამართლებრივი კუთხით სიტუაცია დასტაბილურებულია, ეკონომიკური კუთხით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით იმიტომ, რომ ბიზნესის კეთების მოტივაცია საქართველოში არის უფრო დაბალი, ვიდრე ეს წინა წლებში იყო.



„ქვეყანა აქტიურად ვერ ვითარდება, ინვესტიციები ვერ შემოდის, შესაბამისად, აქ ბევრი რამ არის შესაცვლელი, ამ კუთხით მთავრობა ვფიქრობ, საკმარისად პროაქტიული არ არის, ვინაიდან ვხედავთ, რომ ინვესტიციები მცირდება, ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის, ლარი უფასურდება და ბიზნესს არ აქვს საშუალება გრძელვადიანი გეგმები შეადგინოს. ასევე არსებობს კვლევაც იმაზე, რომ დღეს ბიზნესის მოლოდინები რეკორდულად დაბალია.



ძალიან ქმედითი ზომებია მისაღები იმისთვის, რომ მთლიანობაში გაჯანსაღდეს ეკონომიკა. მთავრობამ მისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, თან რაც შეიძლება მოკლე დროში. ეს დადებითად აისახება როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე ლარის სტაბილურობაზე და მის შემდგომ გამყარებაზე,“
აცხადებს დაუშვილი.



შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელზეც მან დეტალურად ისაუბრა და გაიხსენა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და მისი შეხვედრის დეტალები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ბიზნესმენ რომან ფიფიასა და მაშინელი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანდასწრებით გაიმართა.


როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა.


ვანო მაჭავარიანის თქმით, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დღეს ყველაზე თავისუფალი გარემოა ბიზნესისთვის და ამას არ ამბობს იმის გამო, რომ ის მთავრობის წევრია.“მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ ბოლო 45 წელია. აქედან 22 წელია ვარ ბიზნესში, ერთი წელია ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს ვამბობ სრული პასუხისმგებლობით: ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც ჩემს მეხსიერებაშია, არ ყოფილა. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე, კონკრეტულ შემთხვევაზე არსებობს ფაქტები, მოიტანონ და დადონ, და თუ არ იქნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ... რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, კომერციული მაღაზიები დაიწყო სარდაფებში, იქიდან მოყოლებული დღემდე, ასეთი თავისუფალი არ ყოფილა. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ არა, რომ მთავრობის წევრი ვარ: შეიძლება დღეს ვარ, ხვალ არ ვიყო. ამ წლების განმავლობაში ადამიანი თუ აქ ცხოვრობდა და ამ სფეროსთან შეხება ჰქონდა, ამას დაადასტურებს. ეს არის ფაქტი: იქნება გამონაკლისი?ვიღაცას რამე პრობლემა აქვს...გამოიტანონ სააშკარაოზე და ვილაპარაკოთ”,- აცხადებს ვანო მაჭავარიანი.


სოფო ქსოვრელი 





ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ გაყიდვების...

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად  ბანკროტი ხართ
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...


მსგავსი სიახლეები

up