თამარ ხულორდავა - ვიოლა ფონ კრამონთან მეგობრული შეხვედრა მქონდა, ვისაუბრეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილება

თამარ ხულორდავა - ვიოლა ფონ კრამონთან მეგობრული შეხვედრა მქონდა, ვისაუბრეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილება

access_time2021-04-01 17:40:00

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, ევროპარლამენტის წევრ ვიოლა ფონ კრამონთან მეგობრული შეხვედრა ჰქონდა.


„უბრალოდ მეგობრული შეხვედრა იყო. იცით, რომ პოლიტიკურად აქტიური აღარ ვარ. მე ევროპარლამენტში დელეგაციის წევრი ვიყავი, სწორედ ამიტომ ვისაუბრეთ, გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილება. თქვენ იცით, რომ ახლა ევროკავშირი უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე არის დაინტერესებული, საქართველოში შექმნილი სიტუაცია ისე გადაიჭრას, რომ მეტი შესაძლებლობები ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, განახორციელოს მისი ამბიციები. ჩვენ ახლა ბევრი ლაპარაკი გვესმის, მათ შორის იმაზე, რომ 2024 წელს განაცხადის შეტანა გვინდა ევროკავშირში წევრობაზე. ეს გადასარევია, მაგრამ ამას სჭირდება საქმიანი ნაბიჯები. მხოლოდ განცხადება ამას არ შველის და ისეთ სიტუაციაში როცა ხელისუფლება, ოპოზიცია ვერ ახერხებენ ელემენტარულ საკითხებზე შეჯერებას და ერთად მუშაობას, ეს ამ პროცესს არ ეხმარება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს მართავს. არსებული ინფორმაციით, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შვებულებით, არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან შეხვედრები გამართა „ლელოს“ ლიდერებთან, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე ყოფილ დეპუტატ თამარ ხულორდავასთან. ამ წუთებში მასთან შეხვედრაზე იმყოფება ანა დოლიძე. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დღესვე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილთან.




1tv.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up