თამარ ხულორდავა: კეთილსინდისიერ ბიზნესს არ შეიძლება მოსწონდეს დაჩაგრული თანამშრომელი

თამარ ხულორდავა: კეთილსინდისიერ ბიზნესს არ შეიძლება მოსწონდეს დაჩაგრული თანამშრომელი

access_time2019-09-21 14:45:18

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში განმარტებებს აკეთებს შრომის უფლებების ახალი რეგულაციების თემაზე შექმნილი აჟიოტაჟის გამო, რომელიც ამ დროისთვის დამუშავების პროცესშია და ჯერ პარლამენტში ინიცირებულიც კი არ არის.

“ქვეყანაში გვაქვს უდიდესი ჩამორჩენა შრომის უფლებების დაცვის კუთხით. 21-ე საუკუნეში ადამიანები არიან ექსპლოატირებული, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში სამუშაოს პოვნა რთულია და დასაქმებულები პრაქტიკულად ყველაფერს თანხმდებიან, ოღონდ სამსახური ჰქონდეთ, არაკეთილსინდისიერი ბიზნესი კი სამწუხაროდ სარგებლობს ამ მდგომარეობით.
ამ სფეროს რეგულირება საჭიროა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ამავე დროს, პროექტის მიზანი არ არის არაგონივრული შეზღუდვების დაწესება. მისი მიზანია თანამედროვე, ცივილიზებული შრომითი ურთიერთობების დამკვიდრება, მოქალაქეების ექსპლუატაციისგან და იძულებითი შრომისგან დაცვა.
არ დარჩა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ პარტნიორი ვინც არ მიგვითითებს ამ მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორების აუცილებლობაზე. ასეთია სახალხო დამცველი, ევროსაბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამერიკელი პარტნიორები. ამ თემას მწვავე ანგარიში და რეკომენდაციები ჰქონდა ცოტა ხნის წინ Human rights Watch-ს.
ეჭვგარეშეა, რომ შრომითი უფლებების აღსრულება, სამუშაო დრო, დისკრიმინაციის აღმოფხვრა, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის განჭვრეტადობის, თანასწორი და სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა, დასაქმებულებთან კონსულტაცია და სხვა საკითხები მოწესრიგებას საჭიროებს.
სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტში ყველა დაინტერესებული მხარის – სახელმწიფო ინსტიტუტების, ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესასოციაციებისჩართულობით. ის რის ირგვლივაც ატყდა აჟიოტაჟი, არის არა კანონის პარლამენტში განსახილველი ვერსია, არამედ პირველადი ვერსია, რომელზეც გრძელდება მუშაობა.

არაა გასაკვირი, რომ ბიზნესი არ იწონებს რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს შრომითი ურთიერთობების რეგულირებას. ნებისმიერ ჩარევას აუცილებლად ექნება გავლენა ბიზნესზე, მაგრამ ეს იქნება ის მინიმალური ზეგავლენა, რაც აუცილებელია მოქალაქეების ღირსეული შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად.
ამავე დროს, კეთილსინდისიერ ბიზნესს არ შეიძლება მოსწონდეს დაჩაგრული თანამშრომელი. ამიტომ მე იმედი მაქვს, შეწყდება ამ კარგი პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა და შევძლებთ მივიღოთ სამართლიანი და დაბალანსებული კანონი.


მესმის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციების დაცვა გმირობას მოითხოვს, მაგრამ იმედი მაქვს ის ორგანიზაციები, რომელებსაც ჭეშმარიტად აღელვებთ საქართველოს უკეთესი მომავალი, ადამიანის უფლებები და ევროპული ინტეგრაცია ამ პროცესში შრომის უფლებების მხარეს დადგებიან” -წერს თამარ ხულორდავა.

Ipress


თეგები:
დასაქმება



„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up