თამარ სანიკიძე: ის რაც ახლა კეთდება, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიასთან შესაბამისობაში არ არის

თამარ სანიკიძე: ის რაც ახლა კეთდება, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიასთან შესაბამისობაში არ არის

access_time2019-02-11 11:00:44

„ თუ უფასო ფაკულტეტების გაუქმება მოიაზრება დაფინანსების სისტემის ცვლილების კონტექსტში და არა განყენებულად ეს კარგია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც დაგვრჩება იქნება ის ,რომ რამდენიმე ათასი სტუდენტი აღარ დაფინანსდება „- ასე აფასებს განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე  მიხეილ ბატიაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები გაუქმდება.



როგორც ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა.



“უნდა ვთქვათ, უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემი არ არის, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული.მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს, “-განაცხადა ბატიაშვილმა.



საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 სპეციალობას სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს. ამ დროს განათლების მინისტრის პოსტს თამარ სანიკიძე იკავებდა.როგორც სანიკიძემ კომერსანტთან ინტერვიუში განაცხადა, უფასო ფაკულტეტების შემოღება არსებული ვითარების გათვალიწინებით აუცილებელი იყო, სანამ დაფინანსების მთლიანი მოდელი არ შეიცვლებოდა.


„რომ გაკეთდა მოკვლევა აღმოჩნდა, რომ გარკვეული მიმართულებები როგორიცაა ფიზიკა,მათემატიკა და სხვა არ იყო მოთხოვნადი და სტუდენტები ნაკლებად ინტერესდებოდნენ.სწორედ აქეთ მიემართა დაფინანსება,რომ გაცოცხლებულიყო ასეთი დარგები და მიმართულებები.სხვაგვარად უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა უბრალოდ შეუძლებელი იყო, რადგან ამის არანაირი მექანიზმი არ არსებობდა.ეს არაა მოდელი ,რომელიც მუდმივად უნდა არსებობდეს ამაზე არავინ საუბრობს,უბრალოდ ეს იმ მომენტში იყო გამოსავალი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით,“-განმარტა სანიკიძემ.




სანიკიძის თქმით,სანამ არ შეიცვლება დაფინანსების სისტემა და ეს ყველაფერი არ დარეგულირდება,მხოლოდ ისეთი ინტერვენციებითაა შესაძლებელი სტუდენტების შენარჩუნება,როგორიცაა უფასო ფაკულტეტები.



„რაც შეეხება „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსების სქემის ცვლილებას,ამაზე საუბარი ჩემი მინისტრობის დროს დაიწყო, როდესაც სტრატეგიული მიმართულებები შემუშავდა და მაშინ ერთ-ერთი პრიორიტეტი უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება იყო. მუშაობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდა შემდეგ წლებში.

როდესაც მიხეილ ჩხენკელი იყო მინისტრი მან განაცხადა რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი სისტემა შევიდოდა ძალაში.ეს ასევე წერია  განათლების და მეცნიერების 2017-2021 წლების დამტკიცებულ სტრატეგიაში, რომელშიც რეფორმის ყველა ძირითადი მიმართულებებია განსაზღვრული და ამას მიყვებოდა სამინისტრო,პერიოდულად თავად სტრატეგიის მონიტორინგიც კეთდებოდა,“-აცხადებს თამარ სანიკიძე.


განათლების ექს მინისტრი „კომერსანტთან“ ინტერვიუში საატესტატო გამოცდებისა და უნარების გამოცდის გაუქმების ფაქტს უარყოფითად აფასებს.


„ არსებობს სტრატეგია, სადაც რეფორმებია გაწერილი ,თუმცა არსებული ცვლილებები ამ სტრატეგიასთან შესაბამისობაში არ მოდის. განათლების სტრატეგიის შექმნაში ბევრი მხარე იყო ჩართული. ამ სტრატეგიის მიხედვით რაღაცის ცალსახად გაუქმება არ მდგარა დღის წესრიგში.იქ საუბარი იყო ახალი მოდელების შექმნაზე განათლების ხარისხის, დაფინანსებისა თუ საგამოცდო სისტემის მიმართებით,“-განაცხადა თამარ სანიკიძემ.


ცნობისთვის, საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 სპეციალობას სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს. ყველა სტუდენტი, ვინც განათლების სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ ფაკულტეტებზე ჩააბარებს, 100%-იან დაფინანსებას იღებს. უფასო სპეციალობებია  - აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება, საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, აგროინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, ეკონომიკა, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, არქიტექტურა და არქეოლოგია. 


მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით,ვაუჩერული სისტემა დარჩება და მასთან ერთად, ახალი მოდელი ამოქმედდება.


რაც შეეხება დოკუმენტს -  „განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები“, მასში აღნიშნულია,რომ დაფინანსების არსებული მოდელი გამოწვევებს ვერ პასუხობს.


„ვაუჩერი კი უნივერსიტეტების შემოსავლის ძირითადი წყაროა შესაბამისად, ვაუჩერული სისტემა არაერთ უარყოფით შედეგს იწვევს: აყალიბებს მართვის არაჯანსაღ სისტემებს, სრულად მაინც ვერ უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას და არ ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობის, ინსტიტუციური განვითარებისთვის აუცილებელ სტაბილურობას. ვითარებას მნიშვნელოვნად ვერ ცვლის ე.წ. პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსებაც. ამდენად, საჭიროა შემუშავებულ იქნეს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას,“-აღნიშნულია დოკუმენტში.



მარიამ ტიტვინიძე






არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up