როგორ მუშაობს პროფესიული განათლების რეფორმა

როგორ მუშაობს პროფესიული განათლების რეფორმა

access_time2021-11-07 18:00:55

პროფესიული კადრების დეფიციტი ბიზნესის პრობლემათა ჩამონათვალში ერთ-ერთი პირველია, რაც წარმატებულ ოპერირებას აფერხებს. ქვეყანაში წლების წინ დაიწყო პროფესიული განათლების რეფორმა, თუმცა, როგორც ჩანს, ამან შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი კადრების მოთხოვნა-მიწოდებას შორის მაინც ვერ აღმოფხვრა.  როგორ მუშაობს პროფესიული განათლების რეფორმა, რა შედეგები აქვს მას და რა შედეგს ელის სახელმწიფო ახლად დაარსებული "უნარების სააგენტოსგან," ამის გარკვევას "კომერსანტი" განათლების სამინისტროში შეეცადა. მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის, განმარტებით,  პროფესიული განათლების რეფორმის ეფექტის გასაგებად, ცალკეული დაკვირვება შეცდომაში შემყვანი იქნება. მისი თქმით, ამის გასაზომად არსებობს რამდენიმე ისეთი ინდიკატორი რომლებიც საერთასორისო სისტემებში ერთგვაროვნად გამოიყენება. პროფესიულ განათკლებაში ერთ-ერთი ასეთ მთავარი ინდიკატორად ითვლება დასაქმება - სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელი, რომელსაც სახელმწიფო აკვირდება 2013 წლიდან.

"რეფორმის დასაწყისში, 2013 წელს, პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმება 35%-ი იყო. 2019 წლის კურსდამთავრებულთა დასაქმება 62%-ია. 2020 წელს დასაქმებამ დაიწია პანდემიის გავლენით. ეს მსოფლიოს მთელ შრომის ბაზარზე ასე მოხდა და საქართველოში 49%-ზე ჩამოვიდა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმება. სხვა მაჩვენებლებს რაც შეეხება, რეფორმის ეფექტიანობის ერთ-ერთი ინდიკატორია ასევე, პროგრამებზე საზოგადოების მოთხოვნა, რაც მაღალია და წელს 19 ათასი მსურველი გვყავდა. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი. მინდა გითხრათ, რომ წელს ამოქმედდა ჩარიცხვის ახალი წესი, რამაც უფრო გაზარდა  აპკლიკანტების შესაბამისობა პროგრამებთან. ჩვენ წინა წლებში მაღალი მაჩვენებელი გვქონდა პროგრამებიდან სტუდენტთა გადინების. გადინებუის მაღალი მაჩვენებელი კარგი არ არის. თუმცა ამის მიზეზი ის იყო, რომ აქამდე ონლაინ რეგისტრირდებოდნენ აპლიკანტები. მათი არჩევანი ხშირად არ იყო გააზრებული. ხშირად კოლეჯში რომ საბუთებს მიიტანდნენ, მერე აღმოაჩენდდნენ, რას გუილისხმობდა მათ მიერ არჩეული პროფესია და როგორი იქნებოდა სწავლის განრიგი. იმის გამო, რომ ნაწილი დასაქმებული იყო, ან სტუდენტი იყო,  ხშირად ვეღარ  ახერხებდნენ ლექციებზე სიარულს და გადინების მარალი მაჩვენებელიც ამით აიხსნებოდა. წელს ჩარიცხვისას დავამატეთ საორიენტაციო კონსულტაციაც. კოლეჯებს დავავალდებულეთ, რომ გამოცდის მიღმა პირადად გასაუბრებოდნენ  აპლიკანტებს და მაქსიმალურად აეხსნათ პროგრამის არსი, მეცადინეობის განრიგი თუ სხვა.  ხშირად სწორედ მოტივაციური გასაუბრება იყო წელს გადამწყვეტი მიღების პროცესში და გვგონია, რომ აპლიკანტების ადგილზე დამაგრება სასწავლო პროგრამის დასრულებამდე იქნება გაზრდილი," - გვეუბნება ქიტიაშვილი. მისივე განმარტებით, რეფორმის მიმდინარეობის კიდევ ერთი ინდიკატორია,  რა პრობლემას აწყდება პროგრამის კურსდამთავრებული შრომის ბაზარზე გადასვლისას. რა უჭირს ყველაზე მეტად. სახელმწიფოს დაკვირვებით, აღმოჩნდა, რომ დღეს ფროფესიული მომზადება-გადამზადების შემდეგ ყველაზე დიდი პრობლემა კურსდამთავრებულისთვის არის სწორედ ტრანზიცია. ანუ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგება და მათი დაკმაყოფილება. მინისტრის მოადგილის განმარტებით, მთელ მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკად ითვლება სამუშაოეზე დაფუძნებული სწვლება, სწავლების პროცესშივე მჭიდრო კავშირი დამსაქმებელთან.

"პროფესიული სწავლების ხარისხზე რომ ვსაუბრობთ, ყველა ასპექტში ვტრიალებთ დამსაქმებლის ირგვლივ. აქ შემოდის დუალური პროგრამები. 2015 წლიდან დღემდე ნულიდან 1500 სტუდენტამდეა გაზრდილი დუალურ პროგრამაში ჩართულ სტუდენტთა რიცხვი. უკვე მოქმედებს 34 დუალური პროგჰრამა. 50-ზე მეტი დამსაქმებელია ამ პროცესში ჩართული. რა თქმა უნდა, 1500 სტუდენტი ცოტაა, არაა საკმარიისი, თუმცა მათი ზრდის ტენდენცია გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სტუდენტებს ტრანზიცია და დასაქმება გაუადვილდებათ. სახელმწიფო ფროფესიული პროგრამებთან დაკავშირებით სახელმწიფო საკუთარ თავს უნდა ეკითხებოდეს შემდეგს: 1. იმ პროფესიაში ვამზადებთ თუ არა კადრებს , რაც ბიზნეს უნდა, ანუ რაზე არის მოთხოვნა? 2 როგორია სწავლება და სასწავლო გარემო? და 3. მასშტაბი, რასაც ვამზადებთ, არის საკმარისი?  შეიძლება ჩვენ მოვამზადოთ უნიკალური 5 ექთანი, მაგრამ ეს ხომ ვერ იქნება მთელი საქართველოსთვის საკმარისი არა? სამივე ასპექტზე შესაბამისი პოლიტიკით ვმუშაობ.  სრულიად ინოვაციური მოდელითა და მიდგომით ამოქმედდა ახალი პლატფორმა პროფესიული უნარების აააგენტო. მმართველ გუნდში, სამეთვალყურეო საბჭოში გვყავს 6 მინისტრის მოადგილე და 6 ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი. სააგენტო ახლა კომპლექტდება. ოპერაციული 2022 წლიდან გახდება. მან უნდა უზრუნველყოს შემდეგი: პროფესიის საჭიროების  ინდენტიფიცირებიდან დაწყებული, სტუდენტის შრომის ბაზარზე გასვლითა და სერტიფიცირებით დასრულებული, მხოლოდ დამსაქმებელი კი არ უნდა იყოს ჩარტული, სექტორის ლიდერობით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. შემოდის სექტორული განზომილება. სექტორი იტყვის რა სჭირდება და როგორი კადრი სჭირდება და ამის მიხედვით წავა სწავლა", - განუცხადა "კომერსანტს" განათლების მინისტრის მოადგილემ. 

რაც შეეხება, სწავლის ხარიხს, თამარ ქიტიაშვილი ამტკიცებს, რომ კერძო თუ სახელმწიფო კოლეჯებში გარემო სრულიად შეესაბამება ეროვნულ და საერთასორისო სტანდარტს.


"ეს სტანდარტები, რომლის დაკმაყოფილება კოლეჯებს უწევთ, გავამკაცრეთ. 2020 წელს ახალი ავტორიზაციის სტანდარტი ამოქმედდა, რომელიც ევროკავშირის ხარიხსის ქსელის ინდიკატორების თანახმადაა შემუშავებული. ეს ჩვენი ვალდებულება სულაც არ იყო, რადგან ეს ინდიკატორები მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის მოქმედებდა, თუმცა ჩვენ თავად დავისახეთ მიზნად მაღალი სტანდარტი, რაც ასოცირების პროცესს გაუადვილებს საქართველოს საგანმანათლებლო სფეროს. ეს სტანდარტი რთულად დასაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. შევქმენით მხარდამჭერი მექანიზმები. უნარების სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციად სწორედ სასწავლო დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერება აკისრია იმისთვის, რომ ჩვენ აღსრულდეს დეცენტრალიზაციის პოლიტიკა პროფესიულ განათლებაში, რაც ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია ახალ სტრატეგიაში, რომელიც მალე დამტკიცდება. ამ სტანდარტებამდე მისვლაში უნდა დავეხმაროთ კოლეჯებს. არ იქნება სწორი სამინისტრომ თქვას, დავდე მაღალი თამასა და  როგორც უნდა კოლეჯმა ისე დააკმაყოფილოს ეს სტანდარტიო, ამიტომაც შევქმენით ხელშემწყობი მექანიზმები, რომლებიც, როგორც კერძო, ისე საჯარო კოლეჯებს, დაეხმარება ამ შესაბამისობის მიღწევაში. შემოვიდა მასწავლებლის რეგულაცია, მასწავლებლის კარიერული წინსვლისა და განვითარების ხედვა, რაც დაინერგება 2022 წლიდან და, რაც მთავარია პროფესიულ განათლებაში ვცვლით დაფინანსების წესს. შემოგვაქვს ახალი კომპონენტი: მიღწევებზე დაფუძნებული დაფინანსება, რაც წაახალისებს საჯარო კოლეჯებს იყვნენ შედეგზე ორიენტირებულნი. რაც კარგ შედეგს აჩვენებს კოლეჯი, მით მეტი დაფინანსება ექნება. ვფიქრობთ, რომ ყველა პროპგრამაზე ერთგვაროვანი დაფინანსება აღარ გავცეთ, ვგულისმობ, ყველა პროგრამის 100%-იან დაფინანსებას. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად ის პროგრამნები დაფინანსდეს, ანუ იმ პროგრამებზე მიიმართოს სახელმწიფო რესურსი, რომელ პროფესიებზეც მეტი მოთხოვნაა შრომის ბაზხარზე და რომელსაც მეტი დამატებითი ღირებულების შექმნა შეუძლია ეკონომიკისთვის. აქ ვფიქრობთ, რომ შემოვიდეს გარკვეული თანადაფინანსების ცნებაც," - განმარტავს "კომერსანტთან" თამარ ქიტიაშვილი. 


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up