თამარ იოსელიანი - „საქართველოს საზღვაო სექტორი ფეხს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებს

თამარ იოსელიანი - „საქართველოს საზღვაო სექტორი ფეხს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებს"

access_time2020-02-19 16:00:11

დოჰაში კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და Lloyd List-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საზღვაო და ლოჯისტიკურ სამიტზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სიტყვით გამოვიდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საზღვაო ციფრულ სერვისებზე და ამ გამოწვევების ფონზე საქართველოს მზარდ შესაძლებლობებზე ისაუბრა.



თამარ იოსელიანის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვაო გადაზიდვების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის პროექტს დაეთმო, რასაც საქართველოს მთავრობა საზღვაო სექტორის მდგრადი განვითარების მიზნით ახორციელებს. გამოსვლისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია და მისი განვითარების პერსპექტივები, რომელიც რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებას უკავშირდება.




ვიზიტის ფარგლებში თამარ იოსელიანმა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩთან ბატონ ნიკოლოზ რევაზიშვილთან ერთად მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა.





კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაიტისთან მიღწეული შეთანხმების თანახმად კატარი უახლოეს მომავალში ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს აღიარებს. ასევე, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ კატარი სტრატეგიულად არის დაინტერესებული რეგიონში ყოფნით, რა მიზნითაც კატარის სახელმწიფო განიხილავს კატარული კომპანიების ინვესტირების ხელშეწყობას საქართველოს სანაოსნო დარგში. საზღვაო განათლების მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში თამარ იოსელიანი კატარის მინისტრს კადეტების საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფაზეც ესაუბრა. თამარ იოსელიამნა მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მნიშვნელობა და მიაწოდა კატარულ მხარეს ინფორმაცია მომდევნო ფორუმის შესახებ, რომელიც 2020 წლის 15 -17 სექტემბერს გაიმართება ქ. ბათუმში.




კატარს ყავს 131 გემისგან შემდგარი თანამედროვე სატანკერო ფლოტი, რომელიც სახელმწიფო ნავთობ კომპანიას ემსახურება. ქართველი მეზღვაურები ძირითადად სწორედ ტანკერებზე სპეციალიზირდებიან. შესაბამისად კატართან მემორანდუმის გაფორმება მათი დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება.




შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრთან ვლადისლავ კრიკლისთან შეხვედრაზე. საუაბრი ასევე შეეხო საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს და რეგიონში მის მნიშვნელობას.




კადეტების და ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხები განხილული იქნა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილეს საზღვაო ლოჯისტიკურ კომპანია - „მილაჰა"-ს (MILAHA M & L) CEO-სთან გამართულ ორმხრივ შეხვედრაზეც.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up