თამარ იოსელიანი - საქართველო გლობალურ საზღვაო ენერგო-ეფექტურობის პროექტში ერთ-ერთი წამყვანი საპილოტე ქვეყანაა

თამარ იოსელიანი - საქართველო გლობალურ საზღვაო ენერგო-ეფექტურობის პროექტში ერთ-ერთი წამყვანი საპილოტე ქვეყანაა

access_time2019-09-30 13:45:56


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, როგორც გაეროს და ნიპონის ფონდის პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამის კურსდამთავრებულმა, გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულისა და კლიმატის ცვლილების სამიტში მიიღო მონაწილეობა.


სამიტის ფარგლებში გამართულ პანელზე, რომელიც „მდგრადი განვითარების მიზნების" (SDG goals) მისაღწევად კლიმატური ცვლილებების პროცესში ზღვების, ოკეანეებისა და საზღვაო ტრანპორტის მდგრადი გამოყენების მნიშვნელობას მიეძღვნა, თამარ იოსელიანმა საზღვაო ტრანპორტის ეროვნულ პოლიტიკაში კლიმატის ცვლილების ელემენტის მნიშვნელობის შესახებ საქართველოს ხედვაზე ისაუბრა.


„საქართველო ერთ-ერთი წამყვანი საპილოტე ქვეყანაა გლობალურ საზღვაო ენერგო-ეფექტურობის პროექტში (GloMEEP). ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი ინიციატივით და ძალისხმევით მოხერხდა სამი სახელმძღვანელო დოკუმენტის შედგენა, რომლებიც უახლოეს თვეებში დაინერგება პრაქტიკაში და სხვა ქვეყნები შეძლებენ, ისარგებლონ ამ გამოცდილებით ნახშიროჟანგით დაბინძურების შესამცირებლად", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, დოკუმენტების შემუშავების პროცესში საქართველო აქტიურად თანამშრომლობდა საზღვაო ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნიკის ინსტიტუტთან (IMarEST).



საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ოკეანის, ზღვებისა და ზღვის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების, ქვეყნების თანამშრომლობასა და ახალი ტექნოლოგიების, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ზღვის გარემოს დაბინძურებისაგან პრევენციის საერთაშორისო კონვენციის (MARPOL) მე-6 დანართში შესულ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებზე, რომლებიც 2020 წლიდან შედის ძალაში და მიმართულია 2050 წლისათვის გემებისგან საერთო წლიური სათბური გაზების 50%-ით შემცირებისაკენ 2008 წლის მონაცემებთან შედარებით.


გამოსვლაში თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა მეზღვაურთა განათლების საკითხზეც. მათ შორის, განსაკუთრებით გაესვა ხაზი გემების ენერგო ეფექტური მართვის შესახებ IMO-ს მოდელ კურსის როლს მეზღვაურების ცნობიერების ამაღლებაში.


საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საზღვაო სფეროს 2019 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე: ქალების როლის გაძლიერებაზე საზღვაო ინდუსტრიაში.





კერძო ბაღების 50% ბაზარზე ვეღარ დაბრუნდა - „ვამუშავებთ გაიდლაინს, რათა ნებისმიერ პირობებში შევძლოთ ფუნქციონირება“

კერძო ბაღების 50% ბაზარზე ვეღარ დაბრუნდა - „ვამუშავებთ გაიდლაინს, რათა ნებისმიერ პირობებში შევძლოთ ფუნქციონირება“
access_time2021-03-05 14:30:22
,,ასოციაციის ფარგლებში თავად ვქმნით რეგულაციების ახალ პაკეტს, რათა მზად ვიყოთ უფრო მკაცრი პირობებისთვისაც”, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ საგანმანათლებლო (კერძო საბავშვო-ბაღების) ასოციაცია “ნათის” აღმასრულებელმა დირექტორმა. გიგი სისვაძე ამბობს, რომ ბაზარზე დიდი დახურვის შემდეგ კერძო ბაღების 50% ვერ დაბრუნდა. ,,თითქმის 1-წლიანი დახურვის შემდეგ, ბაზარზე დაბრუნება კერძო ბაღების 50%-მა შეძლო. ვერ ვიტყვი, რომ ამ რეგულაციებით მუშაობა მარტივია, თუმცა არ...

ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია

ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-03-05 13:00:52
ფულადი დახმარების გარეშე დარჩენილი რესტორნებისთვის ასოციაცია ეკონომიკურ გუნდთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს. მსჯელობა იქნება როგორც რეგიონში არსებული ასევე მსხვილი რესტორნებისთვის გარკვეული დახმარების გამოყოფაზე. „პანდემიის დაწყებიდან დღემდე იყო დახმარების რამდენიმე პაკეტი. ეს იყო საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, საბანკო პროცენტების სუბსიდირების პროგრამა და ბოლო ფულადი დახმარება. რა თქმა უნდა, ყველა რესტორანი ერთდროულად ამ სამ დახმარების პაკეტს ვერ...

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა
access_time2021-03-05 14:00:00
2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „ქვეყანა მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. 2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ...

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“
access_time2021-03-05 11:00:01
2020 წლის კრიზისის ფონზე, საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სხდომის გადაწყვეტილების...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...


მსგავსი სიახლეები

up