თამარ იოსელიანი - ქართველ მეზღვაურებს ახალი რეგულაციები დაეხმარება  შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა

თამარ იოსელიანი - ქართველ მეზღვაურებს ახალი რეგულაციები დაეხმარება შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა

access_time2020-04-07 11:59:45

„ყველა მეზღვაურის საბუთი, იქნება ეს კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი თუ მეზღვაურის წიგნაკი, რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ავტომატურად ჩაითვლება 6 თვის ვადით გაგრძელებულად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის ოფიციალურად მომართვის გარეშე, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ახალი რეგულაციების კომენტირებისას, რომლებიც ქართველი მეზღვაურების ინტერესების დაცვისკენაა მიმართული.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა რეგულაციები, რომლის თანახმადაც COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, 6 თვით გადავადდა როგორც უკვე მოქმედი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტების ვადიანობა, ასევე ავტომატურად იქნება გაგრძელებული 6 თვის ვადით გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც ამოიწურა 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ.


ამ და სხვა რეგულაციების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უკვე აცნობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამდივნოს, რომლის მეშვეობით აღნიშნული ინფორმაცია დაიგზავნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში.



თამარ იოსელიანის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შედეგად საერთაშორისო საზღვაო სფეროში ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად მეზღვაურთა გემზე შეცვლის პროცესი რჩება. მისი თქმით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ მეზღვაურები გამოცხადდეს ე.წ. ძირითად პროფესიად (key workers), რომელზეც შეზღუდვები არ იმოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, ძირითადმა ხაზებმა და უმსხვილესმა კომპანიებმა ეკიპაჟის ცვლილების პროცესი მაისის ბოლომდე შეაჩერეს.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ქართველი მეზღვაურების შრომითი უფლებები არ შეილახოს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ჯერ კიდევ მარტის თვის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბუთების ვადა 90 დღით გაეგრძელებინა იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც გემზე არიან და შექმნილი მდგომარეობის გამო გაუგრძელდათ კონტრაქტი და/ან ვერ ახერხებდნენ გემიდან ჩამოსვლას. ახალი რეგულაციები ასევე დაეხმარება ქართველ მეზღვაურებს, შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.





სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა
access_time2021-02-27 13:00:48
თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მიმართულებების დიდ ნაწილზე გაზრდილი ტარიფებით. დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე...

საქართველოს პირველი ნაბიჯები დიდ საიახტო ინდუსტრიაში

საქართველოს პირველი ნაბიჯები დიდ საიახტო ინდუსტრიაში
access_time2021-02-27 18:00:39
მსოფლიოს დიდ საიახტო ინდუსტრიაში საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს. ამ მოსაზრებას მნიშვნელოვნად ამყარებს ფაქტი, რომ ყველაზე მწვავე პანდემიური კრიზისის და მძიმე ლოქდაუნის დროს საქართველოში 10 იახტა გაიყიდა. წამყვანი საიახტო კომპნია „აზიმუტ ბენეტი“ საქართველოში 2017 წლიდანაა წარმოდგენილი, თუმცა გაყიდვების ასეთი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა. „გადავდგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ათ ნაბიჯს უდრის, რადგან ჩვენს მოცემულობაში ეს შედეგი...

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა
access_time2021-02-27 11:15:31
პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB“ დონეზე დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ცნობით, პერსპექტივის გაუარესების მიუხედავად, (რომელიც უპირატესად ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ სააგენტოს შეფასებას უკავშირდება) რეიტინგის შენარჩუნება...

მოსალოდნელი იყო ეკონომიკური ვარდნა, თუმცა ორნიშნა ციფრი ნამდვილად არა - PMC

მოსალოდნელი იყო ეკონომიკური ვარდნა, თუმცა ორნიშნა ციფრი ნამდვილად არა - PMC
access_time2021-02-27 10:00:28
ეკონომისტები 2021 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდის ვარდნას ელოდნენ, თუმცა არა 11.5%-იანს. ეს მაჩვენებელი ექსპერტებს გასულ წელს, კორონა ვირსის პანდემიის დასაწყისს ახსენებს, როდესაც ეკონომიკური ვარდნა 16%-საც კი გაუტოლდა.   PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გოგა ხიშტოვანი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი ხელისუფლებისთვის სწორი პოლიტიკის გატარების მანიშნებელი უნდა იყოს.   „2020-ის იანვარი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე...


მსგავსი სიახლეები

up