თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის" ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა კვლავ მიმდინარეობს და პასუხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე იქნება

access_time2022-06-10 15:20:00

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა კვლავ მიმდინარეობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, აქამდე ქვეყანაში ამ ტიპის კვლევა არ ჩატარებულა და ამიტომ, უფრო მეტი დრო სჭირდება.


მისივე თქმით, პაციენტის კლინიკური მდგომარეობა არის სრულებით დამაკმაყოფილებელი და კვლევის პასუხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე იქნება.


„მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები უჩვეულოდ გავრცელდა ევროპის რეგიონში მიმდინარე სეზონზე. ჩვენთან ერთ საეჭვო შემთხვევაზე იყო საუბარი და მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. როგორც მოგეხსენებათ აქამდე ქვეყანაში ამ ტიპის კვლევა არ ჩატარებულა, ამდენად ამას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასჭირდებოდა იმისთვის, რომ დიაგნოზი დადასტურდეს. კლინიკური მიმდინარეობა ევროპაში გავრცელებული შემთხვევების არის მსუბუქი. ამდენად, ამ კუთხით ჩვენ რაიმე სირთულეს არ ველოდებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან კონსულტაციის შემდეგ მივიღეთ პასუხი, რომ არც მედიკამენტური ჩარევა არ არის საჭირო ასეთი შემთხვევების მკურნალობისას, მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა საკმარისია.


რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი გადაეცემა მჭიდრო კონტაქტის შედეგად. ამ შემთხვევაში ადამიანს კარგად შეუძლია აკონტროლოს ეს ქცევა და რა თქმა უნდა, თუ კი რაიმე საეჭვო ნიშნებს შენიშნავს მაშინვე სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს. ნიშანი არის გამონაყარი, ტემპერატურა, რაც შეიძლება უჩვეულოდ მოეჩვენოს და არ ჰგავდეს არც ერთ სხვა გამონაყარს. გამომდინარე აქედან, სხვა ქვეყნებშიც არსად არ არსებობს განგაშის საფუძველი. ყველა მართავს სიტუაციას, უბრალოდ ხდება შემთხვევების აღრიცხვა და ჩვენც გარკვეული შესაძლებლობები ლუგარის ცენტრში შევქმენით, იმისთვის თუ კი იქნება იმის საჭიროება, რომ დიაგნოზი დადასტურდეს, ეს გაკეთდეს.



ცოტა მეტი დრო დასჭირდა ამ შემთხვევის ანალიზს, ვიდრე ზოგადად დასჭირდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთან პირველად ტარდება ამ ტიპის ანალიზი, თუმცა არც პაციენტთან მიმართებაში და არც სხვა კუთხით აბსოლუტურად არ აქვს ამას მნიშვნელობა, რადგან პაციენტის კლინიკური მდგომარეობა არის სრულებით დამაკმაყოფილებელი. შემთხვევები ევროპაში არის ძალიან მსუბუქი ასე, რომ ეს არის უფრო სამეცნიერო მიზნებისთვის, ვიდრე კლინიკური მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში პირველად ტარდება და ამას სექვენირება სჭირდება, ამას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე რუტინულ პრაქტიკაში ჩამჯდარ ანალიზს“, - განაცხადა გაბუნიამ.


ipn.ge








იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა

იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა
access_time2022-09-25 23:55:37
პარასკევს იუვენტუსმა 2021/22 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სხვა ციფრებთან ერთად, ხაზს უსვამს 254 მილიონი ევროს (246,1 მილიონი დოლარის) ზარალს, რაც ყველაზე დიდია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა სერია A-ს გუნდის მიერ.  2021/2022 ფინანსური წელი დაიხურა 254.3 მილიონი ევროს ოდენობის ზარალით წინა ფინანსურ წელს 209.9 მილიონი ევროს ზარალთან...

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...


მსგავსი სიახლეები

up