თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველ ეტაპზე COVID 19-ის ვაქცინებით დაახლოებით 700 000 ადამიანი აიცრება

თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველ ეტაპზე COVID 19-ის ვაქცინებით დაახლოებით 700 000 ადამიანი აიცრება

access_time2021-01-21 15:20:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველ ეტაპზე მიღებული COVID-19-ის ვაქცინებით დაახლოებით 700 000 ადამიანი აიცრება. როგორც თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის გეგმაზე საუბრისას განმარტა, ეს ის რაოდენობაა, რაც ვაქცინაციის პირველი და მეორე ეტაპისთვის განსაზღვრული ჯგუფების უდიდეს ნაწილს დაფარავს.



„ესაა დაახლოებით 700 000 ადამიანის დოზა. ესაა სამიზნე ჯგუფების დაახლოებით ის რაოდენობა, რომელიც გვაქვს განსაზღვრული ვაქცინაციისთვის. პირველი და მეორე ეტაპი, ვიდრე სხვა ჯგუფებზე გადავალთ, დაახლოებით 860 000 ადამიანია, შესაბამისად 700 000 ის რაოდენობაა, რაც პირველი და მეორე ეტაპისთვის ჯგუფების უდიდეს ნაწილს დაფარავს, თუმცა რეალურად არსებობს კარგი პერსპერქტივა, რომ დამატებითაც მოხდეს. ყველაზე მეტად გარანტირებული და ყველაზე ახლოს ჩვენთვის არის COVAX-ის გზით მიღებული ვაქცინები, რასაც პირველი კვარტლიდან ველოდებით, თუმცა შემდეგ ბაზარზეც გამრავლაფეროვნდება ვაქცინების არჩევანი და ხელმისაწვდომობაც“,-აღნიშნა მან.




თამარ გაბუნიას თქმით, კოვაქპლატფორმასთან საუბარი „ფაიზერის“ და „ასტრა ზენეკას“ ვაქცინებზე მიდის და თითქმის ხელშეკრულების ეტაპზე ვართ. „ფაიზერის“ ვაქცინასთან მიმართებაში იანვრის ბოლომდე უნდა მივიღოთ პასუხი და პირველ თებერვალს გვეცოდინება ლოჯისტიკური დეტალები“,-აღნიშნა მან.



IPN.GE







ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება
access_time2021-03-01 22:54:17
ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად გამონახოს საერთო ენა. „შარლ მიშელის მიერ...

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2021-03-01 20:34:10
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-01 21:00:35
1. სასტუმროს გახსნა არ არის გასაღების გადატრიალება - მთავრობის დაგვიანებული...

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის
access_time2021-03-01 16:30:03
ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის.ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით,...

საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის - „მაისში 3 მაღაზია გაიხსნება“

საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის - „მაისში 3 მაღაზია გაიხსნება“
access_time2021-03-01 18:00:00
საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბრენდის მაღაზიები თბილისის მოლებში მაისში გაიხსნება.„მაისში გაიხსნება იტალიური კოსმეტიკის ბრენდი. ჯამში, 3 მაღაზია. ეს იქნება ისთ ფოინთში, სითი მოლსა და თბილისი მოლში. რაც შეეხება სხვა ბრენდებს, ჯერ ისევ ვმუშაობთ“,- განაცხადა რეზო...


მსგავსი სიახლეები

up