თამარ გაბუნია - წესები თუ არ დაირღვევა, ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ

თამარ გაბუნია - წესები თუ არ დაირღვევა, ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ

access_time2021-04-05 16:00:00

წესები თუ არ დაირღვევა, ჩვენ ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, ეპიდემიურ სურათს ინტენსიურად აკვირდებიან და გადაწყვეტილებებიც ეტაპობრივად გადაიხედება, თუმცა, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი შეზღუდვების ამოქმედების აუცილებლობა არ იკვეთება. როგორც გაბუნია განმარტავს, ახლა დაწესებული რეგულაციების აღსრულების გამკაცრებაა საჭირო.


„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემთხვევების მატება თვალსაჩინოა, ასევე, თვალსაჩინოა ისიც, რომ დადებითობის მაჩვენებლიც იმატებს და უახლოვდება ზღვრულ 2 პროცენტს, რომელიც ჩავთვალეთ, რომ იქნებოდა ის ზღვარი, რომლის ზემოთაც შემთხვევების მატების ტენდეცია უკვე არის გარკვეულწილად სანგაშო მაჩვენებელი. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია გამკაცრდეს იმ რეგულაციების აღსრულება, რაც უკვე არის დაწესებული. აქ მოიაზრება პირველ რიგში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, პირბადე, დისტანცირება და ბიზნესგარემოში წესების ზედმიწევნად კარგად დაცვა. ნიღბის გამოყენების მაჩვენებელი ასევე, იყო გარკვეულწილად შემცირებული, თითქმის 40 პროცენტამდე, ბოლო პერიოდის მონაცემები მიუთითებს, რომ ოდნავი გაუმჯობესება აღინიშნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება და შემთხვევების შემდგომი ესკალაცია რომ თავიდან ავიცილოთ, ინდივიდუალურ დონეზე, პირბადის გამოყენებას აქვს უპირველესი მნიშვნელობა. ასევე, ბოლო პერიოდში, გასული კვირიდან, იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც განსაკუთრებით მოიმატა შემთხვევებმა, იყო ეს გურიის რეგიონში, შიდა ქართლში, იმერეთის ზოგიერთ სოფელში, დაიწყო გაფართოებული, აქტიური ტესტირება ადგილებზე და ეს არის ასევე, ჩვენთვის მთავარი მექანიზმი. რაც შეეხება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე, მაგრამ ჯერჯერობით ის შეზღუდვები, რომელიც ძალაშია, საკმაოდ კარგი პოტენციალის მატარებელია, მთავარია აღსრულება.



დღეს ორმხრივია ეს პასუხისმგებლობა, როგორც მოქალაქის, ასევე მაკონტროლებლის დონეზე. მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ დაწესებული შეზღუდვები არ დაირღვეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი შეზღუდვების და ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა“, - განაცხადა გაბუნიამ.


IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up