თამარ გაბუნია - თუ შეზღუდვების გამკაცრებაზე იქნება საუბარი, ეს ისევ ნიღბების ტარებაზე მკაცრი მონიტორინგი იქნება, როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეებში

თამარ გაბუნია - თუ შეზღუდვების გამკაცრებაზე იქნება საუბარი, ეს ისევ ნიღბების ტარებაზე მკაცრი მონიტორინგი იქნება, როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეებში

access_time2021-08-04 23:59:58

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ შეზღუდვების გამკაცრებაზე იქნება საუბარი, ეს ისევ ნიღბების ტარების ძალიან მკაცრი მონიტორინგი იქნება, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს კვირა დაკვირვების კვირა იქნება.


„ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუდმივი რეკომენდაცია არის ნიღბების გამოყენების წესის ზედმიწევნით ზუსტად დაცვა. ნიღბების გამოყენება დღეს მაინც არის მთავარი მექანიზმი, ამდენად თუ შემდეგი შეზღუდვების გამკაცრებაზე იქნება საუბარი, ეს ისევ ნიღბების ტარებაზე ძალიან მკაცრი მონიტორინგი იქნება, როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეებში. შიდა სივრცეებში დღესაც არის და სადაც შესაძლებელია აუცილებლად მაქსიმალური სიზუსტით უნდა მოხდეს ამის დაცვა. დღეს შეზღუდვებზე საუბარი არის განხილვის დონეზე, თუმცა ჯერჯერობით მაინც ვფიქრობთ, რომ იმ შეზღუდვების შესრულების შემთხვევაში რაც უკვე დაწესებულია, გვექნება საშუალება, რომ ამის გამკაცრებაზე აღარ ვისაუბროთ. მაგრამ თუკი ამის საჭიროებას დავინახავთ, რა თქმა უნდა, საბჭო დაუბრუნდება ამ საკითხს. დღეს საქართველოში საკმაოდ მაღალია განგაშის ნიშანი, ამდენად ის, თუ რა არის კიდევ უფრო კრიტიკული, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორები, ეპიდსიტუაციას როგორ გაართმევს თავს. მე ვთქვი, ბოლო დღეებში, რომ 8 000 საწოლია მაქსიმუმი, რაც ჯანდაცვის სექტორმა შეიძლება გამოიყენოს ამ კონკრეტული მიზნებისთვის. ვფიქრობ, ეს კვირა იქნება კიდევ დაკვირვებისთვის, რომ ამის შემდეგ უფრო მკაცრად იყოს შეზღუდვები, ამ შემთხვევაში კიდევ მობილობის შეზღუდვაა დამატებითი გამოსავალი. ჯანდაცვის სისტემა არის მიმღები და მოპასუხე იმ შემთხვევების მართვაზე, რომელიც აღმოცენდება პანდემიის პროცესში. რეგულაციები მნიშვნელოვანია და ის უნდა აღსრულდეს. კიდევ დამატებით სხვა რეგულაციებს, რა თქმა უნდა, აქვს ეკონომიკური და სოციალური შედეგი და ამდენად გადაწყვეტილება უნდა იყოს დაბალანსებული და ჯანდაცვის სექტორი ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს. რაც შეეხება დისტაციურ მუშაობაზე დაწესებულებების გადასვლას, ეს მათი შიდა გადაწყვეტილებაა, ჩვენ ეს თავიდანვე გვქონდა გაჟღერებული, ჩვენც სისტემაში, სადაც შესაძლებელია,ვცდილობთ, რომ თანამშრომელი იყოს დისტანციურ რეჟიმზე და განიტვირთოს ამით საოფისე სივრცეები. ეს არის ის მარტივი რეკომენდაცია, რომელიც ყველა დაწესებულებას შეუძლია შეასრულოს“, - განაცხადა გაბუნიამ.



IPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up