„ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში, არის ადგილები ქუთაისსა და ბათუმში. ველოდებით მონაცემებს, რამდენი დოზა „ფაიზერი“ დარჩება. დაახლოებით სამი ათასამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გაიხსნება დამატებითო დრო, რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა.
„ჯერჯერობით „ფაიზერი“ არის, მაგრამ ის ყველას მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და გამოიყენონ ის ვაქცინა, რაც ქვეყანაშია. 10 ათასზე ოდნავ მეტია რეგისტრირებული, თუმცა დაემატება ქუთაისისა და ბათუმის ჯავშნები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.
imedinews.ge