თამარ გაბუნია: საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მატება და იმის ნიშნები, რომ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა იზრდება

თამარ გაბუნია: საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მატება და იმის ნიშნები, რომ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა იზრდება

access_time2022-01-18 19:00:00

საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მატება და იმის ნიშნები, რომ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა იზრდება, რაც ერთი მხრივ იმით შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება „ომიკრონის“ ფონზე არ იკვეთება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.


მისი თქმით, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ასევე ჩვენთანაც „ომიკრონის“ გავრცელება დაწყებულია.



„დღეს შემთხვევების რაოდენობა მაღალი იყო, ჩვენ ამას სამშაბათის ეფექტსაც ვუწოდებთ. შაბათ-კვირას შედარებით ნაკლებია ტესტირება და სამშაბათს მეტი რაოდენობა ფიქსირდება, თუმცა მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო სხვა დღეებთან შედარებით. როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ჩვენთანაც დაწყებულია „ომიკრონის“ გავრცელება და ეს შტამი თავისთავად იწვევს შემთხვევების მატებას. ეს უკვე თვალსაჩინოა და რა თქმა უნდა, სისტემა სრულ მზაობაშია იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევების მატების ტალღასთან ერთად პასუხიც შესაფერისი გვქონდეს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მატება და იმის ნიშნები, რომ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა იზრდება, რაც ერთი მხრივ იმით შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება „ომიკრონის“ ფონზე არ იკვეთება. ამის გამოცდილება აქვთ სხვა ქვეყნებსაც, მაგრამ სიფრთხილე მაინც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


imedinews.ge




ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი

ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი
access_time2022-05-21 19:29:07
მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა მუშაობდა ინტენსიურად იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიეღოთ, ჩვენი ევროპელი კოლეგები, გაოცებული, მეც მიყვებოდნენ და ჩვენს კოლეგებსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ,...

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...


მსგავსი სიახლეები

up