თამარ გაბუნია - ქვეყანა ვაქცინაციის პროგრამას საკმაოდ გამართული იმუნიზაციის სისტემით ხვდება

თამარ გაბუნია - ქვეყანა ვაქცინაციის პროგრამას საკმაოდ გამართული იმუნიზაციის სისტემით ხვდება

access_time2021-01-21 14:10:00

ქვეყანა ვაქცინაციის პროგრამას საკმაოდ გამართული იმუნიზაციის სისტემით ხვდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის პრეზენტაციისას განუცხადა.



მისივე თქმით, მოკლე ხანში, შესაძლებელია, იმუნიზაციისთვის აქამდე არსებული ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსის კოვიდის ვაქცინის მიზნებისთვის გააქტიურება.



„ის, რომ გეგმა არსებობს, მთავრობის მიერ გეგმა აღიარებულია, გეგმის შემუშავებაში 82-ზე მეტი ექსპერტი მონაწილეობდა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძალიან დიდი დახმარება გაგვიწეს ამ პროცესში, არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი და წინაპირობა, რაც ქვეყანამ უნდა შეასრულოს თუნდაც, ერთი დოზა ვაქცინის მისაღებად. ხელშეკრულება, 1.4 მილიონი დოზის მისაღებად, უკვე ძალაშია და აქტიურია. ეს არის მოსახლეობის 20%-ისთვის განკუთვნილი დოზები. ასევე, ქვეყანა ვაქცინაციის პროგრამას ხვდება საკმაოდ გამართული იმუნიზაციის სისტემით. ბოლო წლების განმავლობაში, იმუნიზაციის პროგრამას ასევე ახალი ვაქცინების დანერგვის გამოცდილება ჰქონდა, რის გამოც, მოხდა ძალიან ბევრი პროფესიონალის უკვე გადამზადება, ცივი ჯაჭვის გამართვა, ტექნოლოგიური პროცესების გამართვა, ამგვარად, მოკლე ხანში, შეგვიძლია ეს ყველაფერი კოვიდის ვაქცინის მიზნებისთვის გავააქტიუროთ. და ბოლოს, მინდა ხაზი გავუსვათ, რომ საერთაშორისო პარტნიორობამ ჩვენ საშუალება მოგვცა ეს გეგმაც მოგვემზადებინა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.




ცნობისთვის, კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნული გეგმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცდა.




IPN.GE







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა
access_time2021-03-02 20:00:43
ბოლო თვეებში სასურსათო პროდუქტების ფასმა მაქსიმუმს მიაღწია და ექსპერტების აზრით, ვითარება ძვირი სურსათის ახალი „სუპერციკლისკენ“ მიდის. ეს მასობრივი უმუშევრობის და შემოსავლების კატასტროფული ვარდნის ფონზე ხდება. მომხმარებლებზე ზეგაგვლენას ზრდადი ინფლაციაც ახდენს. Bloomberg-მა გაანალიზა მდგომარეობა 5 ქვეყანაში, სადაც ფასების ზრდამ და ინფლაციამ განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია. ბრაზილია ეს არის ლათინური...

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს
access_time2021-03-02 19:00:23
უკრაინაში საგარეო ვალი მუდმივად იზრდება, მაგრამ მთავრობა პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით ამ პრობლემას მხოლოდ აღრმავებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელისუფლებისგან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ რეფორმების ჩატარებას მოითხოვს, თუმცა, კიევი ამ მოთხოვნის იგნორირებას ახდენს და ამავე დროს ვალებს სულ უფრო აგროვებს. ეს საშიში სტრატეგიაა ქვეყნისთვის, რომელსაც ჰაერივით სჭირდება კარგი ურთიერთობები დასავლეთთან და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. თანაც იმ დროს, როდესაც...

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს
access_time2021-03-02 12:00:35
გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური 5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს...


მსგავსი სიახლეები

up