თამარ გაბუნია: „პანდემიასთან გამკვლავებაში საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა პარტნიორების მხარდაჭერამ და მულტისექტორულმა მიდგომამ“

თამარ გაბუნია: „პანდემიასთან გამკვლავებაში საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა პარტნიორების მხარდაჭერამ და მულტისექტორულმა მიდგომამ“

access_time2020-09-15 15:00:08

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 70-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ის მნიშვნელოვანი საქმიანობა მიმოიხილა, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა COVID-პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა.



„COVID-19 ინფექციის შემთხვევების შემცირების მიზნით საქართველოს მთავრობამ იანვრიდან მკვეთრ ზომებს მიმართა, რომელიც მოიცავდა სოციალურ დისტანცირებას, სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებების სრულ მობილიზებას, დროულ ტესტირებას და კონტაქტების კვლევას. COVID-19-ის კრიზისმა ჩვენ ნათლად დაგვანახა ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევები, როგორიცაა ადამიანური რესურების მობილიზების, ხარისხიან დიაგნოსტირებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის და კრიტიკული შემთხვევების მართვის საკითხები“. - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.



თამარ გაბუნიამ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოში სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის საკითხზე.




„პანდემიის პირობებში საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ჩარჩოს გადახედვა და დიალოგის დაწყება, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების როლების განსაზღვრას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს. რამდენადაც საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 85% კერძო საკუთრებაა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კერძო დაწესებულებების შესაძლებლობების გამოყენების პარალელურად, გააძლიეროს სახელმწიფო დაწესებულებები და მოახდინოს არსებული ხარვეზების კორექტირება. ინფექციის კონტროლის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, კრიტიკული შემთხვევების მართვის გაუმჯობესება, პირველადი ჯანდაცვის სერვისების და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს ინვესტირების უმთავრეს პრიორიტეტებს“. - აღნიშნა თამარ გაბუნიამ სიტყვით გამოსვლისას.



მინისტრის მოადგილემ გამოსვლის დასასრულს აღნიშნა, რომ პანდემიასთან გამკვლავებაში საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა პარტნიორების მხარდაჭერამ და მულტისექტორულმა მიდგომამ.



„ჩვენ არაერთმა პარტნიორმა შემოგვთავაზა დახმარება. მაისში საქართველომ წამოიწყო მსოფლიო კრიზისზე რეაგირების პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა მსოფლიო ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტირების ბანკი. დამატებითი ინვესტიციები იქნება მობილიზებული 700-ზე მეტი საავადმყოფო საწოლის განახლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერების მიზნით. ჯანდაცვის სექტორმა უდიდესი მხარდაჭერა მიიღო სხვა ადგილობრივი სექტორებისგან. იმისათვის, რომ მულტისექტორული რეაგირების პროგრამებმა კარგად იმუშაონ, მნიშვნელოვანია გვქონდეს კარგი ეროვნული საკოორდინაციო ორგანო და პასუხისმგებლობის ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს სპეციფიკურ როლებს თითოეული დარგობრივი მოთამაშისთვის“. - განაცხადა თამარ გაბუნიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up