თამარ გაბუნია - კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია წესების დაცვა

თამარ გაბუნია - კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია წესების დაცვა

access_time2021-04-01 15:40:00

დღეს, 18:00 საათიდან იქნება რიგის დაჯავშნის შესაძლებლობა როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე 65 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.



„როგორც „ასტრაზენეკას“, ასევე „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. დღეს, 18:00 საათიდან იქნება რიგის დაჯავშნის შესაძლებლობა როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე 65 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობისთვის. 15 აპრილიდან დამატებით ხელმისაწვდომია „ფაიზერის“ დაახლოებით 3000 დოზა, რათა ჯავშანი გაკეთდეს და ვაქცინაცია ჩაიტარონ იმ პირებმა, რომლებიც შედიან პრიორიტეტულ ჯგუფებში. ამის პარალელურად, გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინითაც. როგორც დაანონსებულია, 5 აპრილიდან შეიქმნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წლის ზემოთ პირებისთვის და ესენიც დაემატებიან პრიორიტეტული ვაქცინაციის სიას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.



რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება საყურადღებოა.



„ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც რა თქმა უნდა, ცალსახად საყურადღებო მაჩვენებელია. შემთხვევები გარკვეულწილად იმატებს, ამდენად ამ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესგარემოში წესების დაცვა და პირადი დაცვის საშუალებები, პირბადე, ხელის დეზინფექცია, სოციალური დისტანცია და აქტიური ტესტირების პროგრამის ისევ და ისევ გაგრძელება“, – აღნიშნა გაბუნიამ.




ამასთან, ვაქცინაციაზე საუბრისას გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ კუთხით შედარებით დაბალია აქტიურობა რეგიონებში.



ეს იქნება ჩვენთვის შემთხვევების მატების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა. ბოლო პერიოდში ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეობის კუთხით საკმაოდ კარგი აქტივობა შეინიშნება. უკვე 8000-მდე ადამიანია ვაქცინირებული. რეგისტრირებული ორივე ვაქცინაზე არის 10 000-ზე მეტი ადამიანი, რაც თავისთავად საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი და აქტივობა მეტად გაიზრდება. მეტი აქტივობაა საჭირო რეგიონებში. უმეტესწილად რეგისტრაცია აღინიშნება თბილისში და დიდ ქალაქებში, ქუთაისში, ბათუმში, თუმცა რეგიონულ ცენტრებში აქტიურობა არის შედარებით დაბალი. ამ კვირას ჩატარებული საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, იმისათვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ვაქცინის დანაკარგი, თუ ვინმე არ გამოცხადდება ან არ არის საკმარისი რაოდენობა ვაქცინაციისთვის, რათა ბოლომდე გაიხარჯოს „ფაიზერის“ 6-დოზიანი ფლაკონი, ასევე „ასტრაზენეკას“ 10-დოზიანი ფლაკონი, ამისთვის უკვე ხდება სათადარიგო სიების ფორმირება პოლიციის და ჯარის წარმომადგენლების მონაწილეობით. ესენი ორგანიზებული ჯგუფებია, რომელთა სწრაფი მობილიზება არის შესაძლებელი. მათი ჩართულობა ვაქცინების ბოლომდე ეფექტურად გამოყენების საშუალებას მოგვცემს, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.




1tv.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up