თამარ გაბუნია - ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს

თამარ გაბუნია - ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს

access_time2021-04-13 15:10:00

ჩვენ ვსაუბრობთ „კლასტერებზე“, რომელთა ინდენტიფიცირება შესაძლებელია და ასევე, ვსაუბრობთ შემთხვევებზე, რომლებიც რომელიმე კლასტერთან დაკავშირებული არ არის, რაც გახლავთ ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება, ამიტომ რისკები მისი შემდგომი გავრცელების, რა თქმა უნდა, მაღალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს.


„გასული 24 საათის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა 1300-ს აჭარბებს, გარდაცვლილია 11 პაციენტი, გარდაცვალების მაჩვენებელი ნარჩუნდება 1,3%-ზე, შემთხვევების უდიდესი ნაწილი იყო თბილისში - 756 შემთხვევა, შემდეგ აჭარაში და დანარჩენი რაოდენობა სხვა ქალაქებში. რაც შეეხება აქტიური პაციენტების რაოდენობას, ანუ პაციენტი, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან მკირნალობის პროცესში, 8 000-ია ასეთი პაციენტი. ისინი განაწილებულები არიან ბინაზე, ონლაინ კლინიკების მეთვალყურეობის ქვეშ, ასევე კოვიდ-სასტუმროებში და ასევე 2445 პაციენტი იმყოფება კლინიკებში, 400 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 81 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ პაციენტების მზარდი რაოდენობა შესაბამისად მივიღოთ.


საქართველოში ვირუსის გავრცელება არის ფართო და ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ კლასტერებზე, რომელთა ინდენტიფიცირება შესაძლებელია და ასევე ვსაუბრობთ შემთხვევებზე, რომლებიც რომელიმე კლასტერთან დაკავშირებული არ არის, რაც გახლავთ ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება, ამიტომ რისკები მისი შემდგომი გავრცელების, რა თქმა უნდა, მაღალია“, - განაცხადა გაბუნიამ.



ამასთან, გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.


„22 090 პირი იყო ვაქცინირებული დილის მდგომარეობით. ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. გუშინ დაემატა ვაქცინაციის ბრიგადები „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ანუ ვაქცინაციის ადგილები „ასტრაზენეკასთვის“ არის საკმარისი თბილისისთვის და რა თქმა უნდა, სხვა რეგიონებშიც საკმარისია“, - აღნიშნა გაბუნიამ.



IPN.GE








ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...


მსგავსი სიახლეები

up