თამარ გაბუნია - ფაიზერზე რეგისტრაცია 24 ივლისს, 12 საათიდან დაიწყება და პროცესში ჩართვა შეუძლიათ 16 წლის ზემოთ ასაკის და ვირუსგადატანილ პირებს, რომელთა ინფექციის დადასტურებიდან გასულია 30 დღე

თამარ გაბუნია - ფაიზერზე რეგისტრაცია 24 ივლისს, 12 საათიდან დაიწყება და პროცესში ჩართვა შეუძლიათ 16 წლის ზემოთ ასაკის და ვირუსგადატანილ პირებს, რომელთა ინფექციის დადასტურებიდან გასულია 30 დღე

access_time2021-07-24 10:50:47

დოზების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ყველა მსურველის დაკმაყოფილება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ამერიკიდან ფაიზერის 500 000 დოზის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

„საქართველომ მიიღო ამერიკის მთავრობის დონაციით გადმოცემული ნახევარი მილიონი „ფაიზერის ვაქცინა. შაბათს, 12 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია, ხოლო უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება ორშაბათს 37 სამედიცინო დაწესებულებაში. სამედიცინო დაწესებულებები არის თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ასევე სხვა რაიონულ და რეგიონულ ცენტრებში, რაც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, აირჩიოს გეოგრაფიულად მისთვის ხელმისაწვდომი ლოკაცია.

გარკვეული ცვლილებებია რეგისტრაციის წესში, რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში სმს-ის სახით. ამდენად, მას შემდეგ, რაც მოქალაქე ჩვეული წესით პორტალზე შეიყვანს მოთხოვნილ ინფორმაციას, წინასწარი რეგისტრაციის პროცესი შესაძლოა, მან დასრულებულად ჩათვალოს და სმს-შეტყობინებას დაელოდოს, სადაც იქნება მითითებული ის დრო, რომელიც მან აირჩია, ასევე დაწესებულება, სადაც უნდა მივიდეს ვაქცინაციისთვის. ეს არის სიახლე, რაც განსხვავდება წინა პერიოდში გამოყენებული რეგისტრაციის წესისგან.


რეგისტრაცია ხვალიდან იქნება შესაძლებელი პორტალის და 15-22 სატელეფონო სერვისის საშუალებით. რამდენიმე დღის შემდეგ, ვინაიდან დოზების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ყველა მსურველის დაკმაყოფილება, ჩვენ უკვე ვაქცინაციას დავიწყებთ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის საშუალებით, ანუ თუნდაც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც დაინტერესდება „ფაიზერის ჩატარებით და მისთვის ყველაზე ახლო მდებარე და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ სამედიცინო დაწესებულებას შეარჩევს, კლინიკაში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლება ჩაიტაროს ვაქცინაცია და მას ადგილზე დაარეგისტრირებს სამედიცინო პერსონალი.

„ფაიზერის'' ვაქცინა ჩატარდება მხოლოდ ჰოსპიტლებში, ჯერჯერობით ამბულატორიულ ქსელში არ ჩატარდება. „სინოფარმის და „სინოვაკის ვაქცინაციაც ჩვეულებრივი რეჟიმით გაგრძელდება. „ფაიზერზე რეგისტრაცია შეუძლია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებს და ასევე ინფექციის დადასტურებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ყველა პირს, რომელმაც გადაიტანა კოვიდინფექცია. ეს არის ორი ახალი ჯგუფი, რომელიც დაემატა და მათაც შეუძლიათ დარეგისტრირება, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up