თამარ გაბუნია: დაწესებული შეზღუდვები რომ სრულდებოდეს თუნდაც 80-პროცენტიანი სიზუსტით, ჩვენ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა

თამარ გაბუნია: დაწესებული შეზღუდვები რომ სრულდებოდეს თუნდაც 80-პროცენტიანი სიზუსტით, ჩვენ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა

access_time2021-08-05 23:59:58

ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას, როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად კვლავ ყველაზე ეფექტურ საშუალებად პირბადეების ტარება რჩება.


„ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზი ასევე აჩვენებს იმას, რომ სურათი მნიშვნელოვნად იცვლება, თუ ჩვენ მივაღწევთ ნიღბების გამოყენების 95 პროცენტიან მაჩვენებელს. ამ ეტაპზე ყველზე ქმედითი და ეფექტური საშუალება პრევენციის მიზნით არის პირბადის გამოყენება. ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეებში, მიუხედავად იმისა, ვინმე ამ პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემს თუ არა, დააჯარიმებს თუ არა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.



მინისტრის მოადგილის თქმით ამ დროისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.


„რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, ეს ერთი კვირა ჩვენთვის კიდევ იქნება ის პერიოდი, როცა ვფიქრობთ, რომ რეკომენდაციების საფუძველზე მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს და დიდი თავყრილობები არ გაიმართოს, მათ შორის არც ოჯახურ გარემოში. ის რესურსი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ჯანდაცვის სამინისტროსთვის კარგად არის ცნობილი. რა სცენარით მივდივართ, ამასაც ვხედავთ და რისკებს რა თქმა უნდა ვაცნობიერებთ, მაგრამ შეზღუდვების დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება. დღეს რაც არის დაწესებული, ეს ყველა შეზღუდვა რომ სრულდებოდეს თუნდაც 90 ან 80 პროცენტიანი სიზუსტით, ჩვენ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა. ამდენად, კიდევ დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა ამ სცენარს არ შეცვლის“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.


imedinews.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up