თამარ გაბუნია - ჩვენთვის განსაკუთრებით პრობლემურია, რომ 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია

თამარ გაბუნია - ჩვენთვის განსაკუთრებით პრობლემურია, რომ 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია

access_time2021-10-12 15:40:00

დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ თუ ადამიანი ვაქცინირებულია, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მცირდება ჰოსპიტალიზაცის საჭიროება და პრაქტიკულად არ არის გარდაცვალების შემთხვევები.


„ყოველდღიურად დამატებითი კვლევები, რომელიც ვრცელდება, კიდევ უფრო მეტად აძლიერებს იმ სარგებელს, რაც ვაქცინებს უკავშირდება, როგორც ჰოსპიტალიზაციის შემცირების, ასევე სიკვდილიანობის შემცირების კუთხით, განსაკუთრებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფში. სწორედ ამიტომ არის დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით პრობლემური ის, რომ 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. თუნდაც ქალაქებში ვაქცინაციის განაწილებას რომ შევხედოთ, ნახავთ, რომ თბილისში საკმაოდ კარგია ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი სხვა რეგიონებთან შედარებით.



თბილისში დღეს მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, ინფიცირების შემთხვევები შედარებით დაბალია სხვა რეგიონებთან მიმართებით, სამაგიეროდ, გაიზარდა იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი არის დაბალი. იგივე შემიძლია ვთქვა ასაკობრივ ჯგუფებზეც, 60 წლის ზემოთ, სადაც არის ვაქცინირებული პირი, მცირდება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და პრაქტიკულად არ არის გარდაცვალების შემთხვევები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ვაქცინაცია რეალურად იცავს მძიმე ფორმებისგან, ვირუსის გადაცემისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან. მეტი არგუმენტი რა უნდა გვჭირდებოდეს იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.



IPN.GE






საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up