თამარ გაბუნია - ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით და შემდეგ შევცვალოთ

თამარ გაბუნია - ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით და შემდეგ შევცვალოთ

access_time2021-01-21 13:40:00

ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით და შემდეგ შევცვალოთ ანუ ის, რომ ქვეყანას შეექმნას რაიმე პრობლემა ვაქცინების ტიპის ჩანაცვლებასთან მიმართებით, ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვაქცინაციის გეგმის წარდგენისას განაცხადა.



მისივე თქმით, ქვეყანას აქვს პირობა შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -80 გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს, ასეთია „ფაიზერის“ ვაქცინა, ასევე „მოდერნას“ ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -20 გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს და 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინებს.




„ახლა რაც შეეხება პერსპექტიულ ვაქცინებს და ხშირად ისმება შეკითხვა, თუ რომელი ვაქცინა მოხვდება ვაქცინაციის პროგრამაში და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ვაქცინა იმისთვის, რომ პროგრამაში მოვხდეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენ შევხედოთ ჩვენს ტექნოლოგიურ მზაობას და ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობები ქვეყანაში რამდენად არსებობს. გეგმაშიც ასეა ასახული, რომ ქვეყანას აქვს პირობა შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -80 გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს. ასეთია „ფაიზერის“ ვაქცინა, ასევე „მოდერნას“ ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -20 ტემპერატურულ რეჟიმს და 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინები ჩვენთვის არის პრაქტიკულად რუტინული იმუნიზაციის სქემის მოთხოვნა, რასაც ქვეყანა დიდი ხანია შეუფერხებლად ახორციელებს. ამდენად ამ ვაქცინებთან დაკავშირებითაც მზაობა სრულად არსებობს. რაც შეეხება ზოგადად დღეს ბაზარზე რა მდგომარეობა გვაქვს, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ვაქცინაა ავტორიზებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რომელიც პასუხობს 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმის მოთხოვნებს, თუმცა არის რამდენიმე ვაქცინა შემუშავების პროცესში. როგორც კი ეს ვაქცინები გახდება ხელმისაწვდომი, ჩვენ მათ შემოტანასაც გავითვალისწინებთ. ახლა ყველაზე ადრე მოსალოდნელია „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანა, პირველივე კვარტალში და ამაზე მიდის მუშაობა „კოვაქსის პლატფორმასთან“ და ასევე, „კოვაქსის პლატფორმასთან“ მიდის მუშაობა „ასტრაზენეკას“ შემოტანაზეც - ეს ორი იქნება ერთმანეთთან ძალიან ახლოს, ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით და შემდეგ შევცვალოთ,“- განაცხადა გაბუნიამ.



IPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up