თამარ გაბუნია: ბავშვებში ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დამარცხება რთული იქნება

თამარ გაბუნია: ბავშვებში ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დამარცხება რთული იქნება

access_time2022-01-24 18:00:00

პანდემიის დამარცხება ბავშვებში ვაქცინაციის გარეშე რთული იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.



მან ისაუბრა, იგეგმება თუ არა საქართველოში 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია.



მისი თქმით, ქვეყანაში ბავშვებში ვაქცინაცია დაშვებულია 12-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და აქტივობა ამ მიმართულებით არ ყოფილა. გაბუნიამ დასძინა, რომ ამ თვალსაზრისით უფრო ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების მშობლები აქტიურობდნენ და ამ შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესიც უფრო აქტიურად წარიმართა.




„მთელი მსოფლიო დღეს საუბრობს მცირე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაციები დაწყებული გვაქვს. მას სჭირდება განსხვავებული შემადგენლობის ვაქცინა, მხედველობაში მაქვს „ფაიზერის“ ვაქცინა. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები ჩვენთვის გახდება სახელმძღვანელო ამ მიმართულებით მუშაობისთვის, რადგან პანდემიის დამარცხება ბავშვებში ვაქცინაციის გარეშე რთული იქნება.



„ომიკრონი“ კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამა, რადგან ვაქცინირებულებში დაავადება მსუბუქად, ფაქტობრივად სიმპტომების გარეშე მიდის. ინფიცირების შემთხვევაშიც კი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს ასევე დადებითად აისახება იმ კუთხით, რომ გართულებების გამოვლენის ალბათობაც დაბალია. ბავშვებიც უნდა იყვნენ იმ ჯგუფში, რომელთაც მეტი დაცვა სჭირდებათ. „ომიკრონი“ არის შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის, თუმცა სამომავლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდეს გარანტირებული დაცვა განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში, რათა ისინი დაზღვეული იყვნენ პანდემიით გამოწვეული რისკებისაგან“, - განაცხადა გაბუნიამ.


imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up