თამარ გაბუნია - „ასტრაზენეკას“ დოზებს ათვისების რისკი და პრობლემა ნამდვილად არ აქვს, პირიქით, აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი დოზების მოპოვებაზე

თამარ გაბუნია - „ასტრაზენეკას“ დოზებს ათვისების რისკი და პრობლემა ნამდვილად არ აქვს, პირიქით, აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი დოზების მოპოვებაზე

access_time2021-05-07 16:40:00

„ასტრაზენეკას“ დოზებს ათვისების რისკი და პრობლემა ნამდვილად არ აქვს, პირიქით, აქტიურად ვმუშაობთ „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზების მოპოვებაზე, რადგან „ასტრაზენეკა“ არის მაღალეფექტური, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პოპულაციაში იმ არჩევანიდან, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, მოქალაქეების მეორე დოზებით აცრა დამატებით შემოტანილი ვაქცინით დაიწყება.


„ასტრაზენეკას“ დამატებითი რაოდენობა 43 ათასის ოდენობით ამ კვირაში დაგვემატა. პრაქტიკულად, პირველი შემოსული მარაგი ამოწურულია თითქმის და ჩვენ უკვე მეორე დოზებით აცრას დავიწყებთ იმ მარაგიდან, რომელიც შემოვიდა დამატებით. ნამდვილად არ არის ის რისკი, რომ „ასტრაზენეკას“ დოზებს ათვისების რისკი და პრობლემა ჰქონდეს, პირიქით აქტიურად ვმუშაობთ „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზების მოპოვებაზე, რადგან „ასტრაზენეკა“ არის მაღალეფექტური, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პოპულაციაში იმ არჩევანიდან რაც ჩვენ დღეს გვაქვს. 60 წლის და ზემოთ ასაკის პირებში „ასტრაზენეკას“ ეფექტურობის შესახებ ძალიან მყარი მონაცემები არსებობს, ამდენად მაქსიმალურად ფართოდ შევეცდებით გამოვიყენოთ დამატებითი დოზები და ის დოზებიც, რომელიც შემოვა“, - განაცხადა გაბუნიამ.


გარდა ამისა, გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „სინოფარმს“ და „სინოვაკს“ ავტორიზაცია არ მიუღია, საქართველოში „სინოფარმზე“ აქტივობა იმაზე მაღალია ვიდრე „ფაიზერზე“ იყო.

„ჯანმო-ს შუალედური ანგარიში იყო საკმაოდ მყარი „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ სასარგებლოდ, ანუ ის ძირითადი დადებითი მხარეები, რომელიც ორივე ვაქცინას ახასიათებს ძალიან კარგად იყო ასახული შუალედურ ანგარიშებში, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა იმისთვის, რომ ავტორიზაციის გადაწყვეტილება იქნება დადებითი. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. „სინოფარმზე“ აქტივობა არის ძალიან მაღალი, იმაზე მაღალი ვიდრე „ფაიზერზე“ იყო, როდესაც ის ქვეყანაში შემოვიდა. 25 000 ათასი ჯავშანია დღეს აქტიური, ასევე აცრილია ის მოქალაქეები, ვინც 4 მაისიდან იყვნენ დარეგისტრირებულები და რჩება ის, დოზები რომლებიც გამოყენებული იქნება პრიორიტეტული ჯგუფებისთვის, საუბარი მაქვს პოლიციაზე, ასევე საჯარო სექტორის იმ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც განისაზღვრა, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებე, ასევე ჟურნალისტებზეც იყო საუბარი და ტურიზმის სექტორზეც. ნამდვილად არ აქვს „სინოფარმის“ დოზებს არ ათვისების რისკი, პირიქით ძალიან აქტიური მოთხოვნაა „სინოფარმზე“. შესაძლოა, მოსახლეობის გარკვეული რიცხვი ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციას, თუმცა დიდი ნაწილისთვის საკმარისად მყარი საფუძველი აღმოჩნდა შუალედური დასკვნები და სხვა ქვეყნების გამოცდილება“, - განაცხადა გაბუნიამ.


IPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up