თამარ გაბუნია: 15 ოქტომბრიდან ვგეგმავთ თბილისიდან ვაქცინაციის გასვლითი ბრიგადების უზრუნველყოფას

თამარ გაბუნია: 15 ოქტომბრიდან ვგეგმავთ თბილისიდან ვაქცინაციის გასვლითი ბრიგადების უზრუნველყოფას

access_time2021-10-11 19:00:00

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური პარამეტრები გარკვეულწილად ისევ საყურადღებო ხდება. შემთხვევების მატებასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ეპიდემიის გავრცელების რისკები იმატებს, რაზეც გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მიუთითებს.


„რაც შეეხება ვაქცინაციას, ტემპი არის უკიდურესად შენელებული. დავიწყეთ მუშაობა სოფლის ექიმებთან იმისთვის, რომ მათ ადგილებზე შეისწავლონ მდგომარეობა, მისცენ მეტი ინფორმაცია მოსახლეობას და უკვე 15 ოქტომბრიდან ვგეგმავთ თბილისიდან გასვლითი ბრიგადების უზრუნველყოფას. შერჩეულია 40-მდე ლოკაცია, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 3 ათას მოქალაქეს აღემატება და იქ გააქტიურდება მობილური ბრიგადებით ვაქცინაცია“, - განაცხადა გაბუნიამ.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 583 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 602 372, გარდაიცვალა 9 269 პაციენტი.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.



imedinews.ge




საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

„ქართული ოცნების“ მაკროეკონომიკური პოლიტიკის TOP 5 ნეგატიური შედეგი

„ქართული ოცნების“ მაკროეკონომიკური პოლიტიკის TOP 5 ნეგატიური შედეგი
access_time2021-12-01 10:00:31
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდით დაკომპლექტდა. ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, რომელიც კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას გულისხმობდა, მათი მმართველობიდან 9 წლის შემდეგ მოსახლეობის სოციალური ფონი ისევ მძიმეა, საქართველოში ფასების საერთო დონე და ინფლაცია კი რეკორდულად იზრდება. 9 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული თითქმის ყველა სახის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, „ქართული...


მსგავსი სიახლეები

up