თამარ ჩუგოშვილი: საქართველოში ქალების ეკონომიკური აქტიურობა თუ გაუტოლდება კაცების ეკონომიკურ აქტიურობას, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 11%-ით გაიზრდება

თამარ ჩუგოშვილი: საქართველოში ქალების ეკონომიკური აქტიურობა თუ გაუტოლდება კაცების ეკონომიკურ აქტიურობას, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 11%-ით გაიზრდება

access_time2019-10-17 19:40:34

„საქართველოში ქალების ეკონომიკური აქტიურობა თუ გაუტოლდება კაცების ეკონომიკურ აქტიურობას, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 11%-ით. ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი, ეკონომიკისთვის ძალიან დიდი რესურსი, რომელიც ახლა დაკარგულია და რომელსაც ქართული ეკონომიკა აბსოლუტურად ვერ იყენებს. ამიტომ, ამ მიმართულებით გააქტიურება სჭირდება არა მარტო ქალებს, არამედ ჩვენს ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა ფორუმზე - „როგორ ისწრაფვიან ქალები ინოვაციისა და პროგრესისადმი“ სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.



როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, გენდერული თანასწორობის საბჭო სხვადასხვა საკითხებზე მუშაობს, მათ შორის: ძალადობის თემებზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებაზე, თუმცა, წელსაც და მომდევნო წელსაც პრიორიტეტული მიმართულება ქალების ეკონომიკური გაძლიერება იქნება.



პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს გააცნო ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა.



„სრულიად გაცნობიერებულად გადავწყვიტეთ, რომ მთავარი აქცენტი გაგვეკეთებინა ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე იმიტომ, რომ ქალს აქვს თუ არა თავისი შემოსავალი, აქვს თუ არა თავისი საარსებო წყარო, თავისი ბიზნესი და სამსახური, ამაზეა საბოლოო ჯამში დამოკიდებული მისი დამოუკიდებლობაც და მისი სიძლიერეც“, - აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.



მისივე თქმით, ქალების ეკონომიკური გაძლიერება უამრავი საკითხისგან და თემისგან შედგება, ამიტომ გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, მათ შორის - სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.




„სახელმწიფო აფინანსებს სხვადასხვა ეკონომიკურ პროგრამებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს, განსაკუთრებით, ქალების საჭიროებებზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ სურვილი დაიწყონ ან უკვე დაწყებული აქვთ სამეწარმეო საქმიანობა და სურვილი აქვთ მისი გაფართოების. ნამდვილად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ ის პროგრამები, რომლებიც სახელმწიფოს ფულით, ყველა ჩვენგანის გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, ბევრად უკეთ იყოს მორგებული იმ საჭიროებებზე, რომლებიც თქვენ გაქვთ ან სხვა ადამიანებს აქვთ და, შესაბამისად, მათი ეფექტურობა იყოს ბევრად უფრო მაღალი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.



ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება არის მეტნაკლებად სწრაფი მექანიზმი იმისთვის, რომ ადამიანი დასაქმდეს და შემოსავლის წყარო გაუჩნდეს.



მისივე თქმით, პარლამენტმა უკვე მიიღო კანონმდებლობა, რომელიც შეეხება შევიწროების და დისკრიმინაციის თემებს და ასევე, იგეგმება შრომის კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რომელიც დასაქმების ადგილას შექმნის მეტნაკლებად თანასწორ გარემოს და თანასწორ პირობებს.



„ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ე. წ. Pay Gap-ი ანუ ანაზღაურების სხვაობა იმ თანხებს შორის, რომელსაც გამოიმუშავებენ ქალები და კაცები. ამიტომ, ბევრი კომპონენტი ქმნის უთანასწორო გარემოს და ჩვენი ამოცანაა, რომ განსაკუთრებით, სადაც სახელმწიფო დებს რესურს, ის პროგრამები იყოს მაქსიმალურად გამართული, ეფექტური და იძლეოდეს მაქსიმალურად სწრაფ შედეგს“, - აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.



თამარ ჩუგოშვილის თქმით, როგორც სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობასთან, ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა შეხვედრები გამართეს რეგიონებში. ასევე, მისი განცხადებით, ორივე საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფების მიერ მომზადებული დასკვნების განხილვა.



„ჩვენი კარი ღიაა და, გთხოვთ, მოგვაწოდოთ საინტერესო იდეები, რა შეიძლება პარლამენტმა დამატებით კიდევ გააკეთოს. ჩვენთვის პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.







ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება – მარიამ ქვრივიშვილი

ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება – მარიამ ქვრივიშვილი
access_time2021-06-19 17:55:10
საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი მიმართულება – აბუ – დაბი ემატება. არაბთაგაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi , 1-ლი ივლისიდანზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), კვირაში 3 სიხშირით პირდაპირ რეისებსაბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბი მიმართულებით შეასრულებს. Air Arabia Abu...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

800%-ით გაზრდილი გაყიდვები და მზადება საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად - „ჭკვიანი თხილის“ პანდემიური წელი

800%-ით გაზრდილი გაყიდვები და მზადება საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად - „ჭკვიანი თხილის“ პანდემიური წელი
access_time2021-06-19 16:00:40
კომპანია „ჭკვიანი თხილი“ მცირე ქართული საწარმოა, რომელიც ადგილობრივი ნედლეულისგან 5 სახეობის თხილის პასტას აწარმოებს. არაქისის, თხილის, ნუშის, პეკანის ნიგვზისა და გოგრის თესლისგან დამზადებული პასტების ონლაინ-გაყიდვები გასულ წელს, დაახლოებით, 800% -მდე გაიზარდა. ინფორმაციას პორტალი EastFruit ავრცელებს. კომპანიის მთავარი სარეალიზაციო ხაზი სწორედ ინტერნეტ-არხებია.   პასტების დასამზადებლად მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას იყენებენ: არაქისი და ნუში კახეთიდანაა, თხილი -...

“აფბას” ანალიტიკოსი: სებ-მა აპრილის რეფინანსირების მოცულობასა და კურსის კავშირზე საუბრისას ინტერვენციების ფაქტორი დააიგნორა

“აფბას” ანალიტიკოსი: სებ-მა აპრილის რეფინანსირების მოცულობასა და კურსის კავშირზე საუბრისას ინტერვენციების ფაქტორი დააიგნორა
access_time2021-06-19 15:00:49
“ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ამ პასუხში ვკითხულობთ, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობით ლარის კურსის მერყეობების ახსნა არასწორია, ცენტრალურ ბანკში მაგალითად აპრილის თვის მონაცემები მოჰყავთ, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის 31 მარტს (რაც 1-ლი აპრილის ოფიციალურ კურსში აისახა) საშუალო საბაზრო გაცვლითი კურსი დაახლოებით 3.45 იყო, თუმცა 31 მარტს დაახლოებით მილიარდ 200 მილიონის რეფინანსირების სესხი იყო გაცემული. შემდეგ 1-ლი აპრილიდან რეფინანსირების სესხებმა ზრდა დაიწყო და 15 აპრილს 3 მილიარდამდე...


მსგავსი სიახლეები

up