თამარ ჩუგოშვილი - სამწუხაროა, რომ გვყავს დაზარალებულები - მათ შემთხვევებს უნდა მოყვეს სამართლებრივი რეაგირება და ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, ის აგებს პასუხს

თამარ ჩუგოშვილი - სამწუხაროა, რომ გვყავს დაზარალებულები - მათ შემთხვევებს უნდა მოყვეს სამართლებრივი რეაგირება და ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, ის აგებს პასუხს

access_time2019-06-24 13:03:10

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა.


„აქციის დაშლის თაობაზე ძალის გამოყენების გადაწყვეტილება იყო ლეგიტიმური. რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენეს, ამას სჭირდება სამართლებრივი გამოძიება და სამართლებრივი რეაგირება. სახელმწიფოში თუ გვინდა ცხოვრება ამ გზით უნდა ვიაროთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.



მისი თქმით, სამწუხარო იყო ის, რომ მოხდა ძალის გამოყენება იმ უპასუხისმგებლო და კრიმინალური ქმედებების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე.


„რაც შეეხება ძალის გამოყენების დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც მანამდე განვითარებული პროცესები, ასევე შემდგომ ძალის გადამეტების შემთხვევები, ამ ყველაფერს უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ეს სამართლებრივი პასუხი გაეცემა ღიად, გამჭვირვალედ და ისე, რომ კითხვები არ დარჩება არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. აქ არის სამართლებრივი პასუხები საჭირო. პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ის გადადგა თანამდებობიდან. ჩვენი გუნდის პოლიტიკური პასუხი არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის მთლიანად ქვეყნის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება უახლოეს მომავალში. რაც შეეხება ძალის გამოყენების შემთხვევებს, სადაც იყო ძალის გამოყენების არაპროპორციულობა, ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ გვყავს დაზარალებული ადამიანები, მათ შემთხვევებს უნდა მოყვეს სამართლებრივი რეაგირება. ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, ის ხალხი აგებს პასუხს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.





MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს
access_time2020-08-08 12:21:19
ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების მეოთხედის შემცირებას აპირებს. როგორც ტელეკომპანია Sky News იუწყება, საუბარია, 42 ათასიანი შტატის 10,7 ათასით შემცირებაზე. British Airways-მა პარასკევს გამოაცხადა,...


მსგავსი სიახლეები

up