თამარ ჩუგოშვილი - ამ თვეშივე უნდა მომზადდეს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და წარდგენის წესი, რაშიც წამყვანი როლი ექნება პარლამენტს და არა იუსტიციის საბჭოს

თამარ ჩუგოშვილი - ამ თვეშივე უნდა მომზადდეს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და წარდგენის წესი, რაშიც წამყვანი როლი ექნება პარლამენტს და არა იუსტიციის საბჭოს

access_time2019-01-10 12:52:33

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის აზრით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არც ერთი კანდიდატის განხილვა არ უნდა მოხდეს, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაშია.


როგორც ჩუგოშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, „ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასამტკიცებლად წარმოდგენილ სიაში ყველა ცუდია და არც ერთი კანდიდატი არ ვარგა, მაგრამ მათი წარმოდგენის ფორმა იმდენად არასწორი იყო, რომ წარმოდგენილი კანდიდატების განხილვის დაწყება არ უნდა მოხდეს“.


„პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რას უზამს პარლამენტში დასამტკიცებლად წარმოდგენილ მოსამართლეთა სიას და პროცედურულად როგორ გააგრძელებს პროცესს. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში განსახილევლად ეს ვერსია არ უნდა გამოიტანონ. სიაში შესაძლოა არიან ადამიანები, ვის მიმართაც არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ სერიოზული პრობლემა გვაქვს მათი შერჩევის ფორმასთან. სიაში არის ორი-სამი ადამიანი, ვისაც ხმას მივცემდი, მაგრამ ახლა ხმას ვერ მივცემ, რადგან როგორც მოხდა მათი შერჩევა და როგორც შედგა მთლიანად ეს სია, ამასთან გვაქვს სერიოზული პრობლემა. შესაძლოა, სასამართლო სისტემაში ან სისტემის გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც უზენაესი სასამარლოს მოსამართლის როლს ბევრად უკეთესად შეასრულებდნენ, მაგრამ ისინი არავის უძებნია და რეალური შერჩევა არ ჩატარებულა - ვიღაც დაჯდა და სია დაწერა. ამიტომ მგონია, რომ ვინც ამ სიაშია, მათი განხილვა არ უნდა მოხდეს“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.


მისივე აზრით, მაქსიმალურად სწრაფად - ამ თვეშივე უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ, რა პროცესშიც წამყვანი როლი ექნება პარლამენტს და არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.



„ირაკლი კობახიძე თავმჯდომარეობს სამუშაო ჯგუფს, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობს. სამუშაო ჯგუფი შედგება პარლამენტის წევრებისგან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან. მასში ასევე ჩართულია იუსტიციის სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ახლა სასწრაფოდ გასაწერია საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და წესი. ჩემი აზრით, აქ წამყვანი როლი ყველა შემთხვევაში უნდა ჰქონდეს პარლამენტს და არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მომზადდეს მაქსიმალურად სწრაფად - ამ თვეშივე. არსებობს საერთაშორისო სტანდარტები და ამ სტანდარტებს უნდა გავყვეთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.


აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.



ipn






გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია
access_time2019-03-23 10:00:28
...

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები
access_time2019-03-23 12:00:27
ბექა ბერიძე 29 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია შექმნა. პოსტერები იმითაა განსხვავებული, რომ აქ სხვადასხხვა სიტყვები, როგორიცაა: ყავა, ლუდი, თუ სიყვარული, ქართული ასოებითაა “დახატული”. ამ ნამუშევრები სერია მისი პირადი პროექტია. როგორ...

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...


მსგავსი სიახლეები

up