თამარ არჩუაძე: საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა მგზავრთა მომსახურების პროცედურებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს

თამარ არჩუაძე: საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა მგზავრთა მომსახურების პროცედურებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს

access_time2020-04-23 20:51:53

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა მომსახურების წესებში ცვლილება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.



როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა, ამ დროისათვის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, შესაძლოა აეროპორტში თერმოსკრინინგი მგზავრის არა მხოლოდ ჩამოფრენის, არამედ გამგზავრების დროსაც მოხდეს.



„აეროპორტში ბევრი სერვისია და აეროპორტში მისვლის შემდეგ მგზავრი გადის ბევრ პროცედურას და შემოწმებას. ესენია: რეგისტრაცია, საავიაციო უშიშროების შემოწმების პროცედურები, გადის საზღვარზე საპასრპორტო კონტროლს და ხვდება გამგზავრების დარბაზში.



სავარაუდოდ თითოეულ პროცედურაზე იქნება შეცვლილი რიგის კონტროლის მექანიზმები, რათა აეროპორტში მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე შესაძლებელია დამატებითი სკრინინგებიც გახდეს საჭირო. ჩვენ საერთაშორისო აეროპორტები თერმოსკრინინგის საშუალებებით აღვჭურვეთ. ამ ეტაპზე თერმოსკრინინგი უტარდება მხოლოდ ჩამომფრენ მგზავრებს და მიმდინარეობს მსჯელობა, რომ იგივე პროცედურა გაიაროს გამფრენმა მგზავრმაც. ეს დამოკიდებულია იმაზე რა რეკომენდაციები იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, - განმარტავს თამარ არჩუაძე.



როგორც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე „კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები“, თამარ არჩუაძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული სამგზავრო რეისები არ სრულდება, აეროპორტში სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა.



„მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამ ეტაპზე, შექმნილი მდგომაროების გამო, რეგულარულ სამგზავრო რეისებს არ ემსახურება, ჩვენ მაინც სულ მზადყოფნაში ვართ, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მოვემსახუროთ ჩარტერულ და ტექნიკურ ფრენებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნას თბილისისა და ბათუმის აეროპორტები სათადარიგო აეროპორტებად. ამიტომ ადგილზე ვინარჩუნებთ იმ მინიმალურად საჭირო მორიგე პერსონალს, რომელთა ყოფნაც აეროპორტში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურად აუცილებელია.



რაც შეხება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს, შექმნილი ვითრებიდან გამომდინარე, ადგილობრივ აეროპორტებში ფრენები არ ხორციელდება. მაგრამ აეროპორტების სპეციფიკის გათვალისწინებით თანამშრომელთა ნაწილი ადგილზე სამუშო რეჟიმში რჩება, ვინაიდან ჩვენ ვფლობთ დიდი რაოდენობით ინფრასტრუქტურასა და აღჭურვილობას, რაც მოვლა-შენახვით სამუშაოებს საჭიროებს“,-აცხადებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირქტორი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up