თამარ არჩუაძე-საქართველოს აეროპორტები EASA-ს COVID-19-გან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალში არ არის

თამარ არჩუაძე-საქართველოს აეროპორტები EASA-ს COVID-19-გან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალში არ არის

access_time2020-06-16 15:00:22

COVID-19-მა შესაძლოა მგზავრის აეროპორტებში მისვლის დრო გაზარდოს, რასაც თავის მხრივ ის რეგულაციები განაპირობებს, რისი დანერგვაც COVID-19-ის პანდემიამ ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებს აიძულა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე განმარტავს, რომ აეროპორტებში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პირბადის სავალდებულო ტარებას, დეზინფექციას, სოციალური დისტანციის დაცვას და მგზავრების თერმოსკრინინგს. 2020 წლის ტურიზმისა და მასპინძლობის ონლაინ კონფერენციაზე კონფერენციაზე თამარ არჩუაძემ აეროპორტების მზაობასა და მოსალოდნელ პროცედურებზე ისაუბრა. ონლაინ კონფერენცია Welcome to Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.


"საქართველოს აეროპორტები EASA-ს COVID-19-გან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალში არ არის, რადგანაც ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად მიჩნეული არ არის. აღსანიშნავია, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ EASA-მ პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების სია თხუთმეტჯერ განაახლა და საქართველო იქ არც ერთხელ არ მოხვდა. ჩვენთვის მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია და ამიტომ დიდ ყურადღებას ვუთმობთ დეზინფექციას. გარდა მიმდინარე სადენზინფექციო სამუშაოებისა აეროპორტებში განთავსებულია დამატებითი სადენზინფეციო სითხეები. აეროპორტების დალაგება მიმდინარეობს უფრო ინტენსიურ რეჟიმში. აეროპორტები ყოველთვის იყო ხალხმრავალი ადგილი და შესაბამისად, როდესაც ჩვენ როგორც ინდუსტრია ვამბობთ, რომ ტერმინს "დალაგება" - ეს გულისხმობს დალაგებას სპეციალური სითხეებით. დეზინფექცია და სადენზინფექციო ხსნარები ჩვენთვის არის ყოველდღიური გამოყენების და ყოველდღიური დალაგებაც სწორედ ამ პროცესს მოიცავს.




ყველა აეროპორტში არის სპეციალური ვენტილაციის სისტემა, რომელიც გარედან სუფთა ჰაერის შემოდინებას უზრუნველყოფს. ასევე კონდენცირება. შესაბამისად, გარედან რაიმე დამატებითი ზომების გატარება ჩვენ არ გვიწევს. ამიტომ მგზავრებს აეროპორტში მოსვლისას განსხვავება დახვდება, მხოლოდ პირბადის ტარება, ტემპერატურის შემოწმება და დისტანცირების დაცვა. ყველა დანარჩენი პროცედურა განხორციელდება ისე, როგორც ადრე.
არ ველოდებით პროცედურების დროში განსაკუთრებულად ზრდას , თუმცა ვიკავებთ თადარიგს და აეროპორტში 3 საათით ადრე გამოვცხადდებით", განაცხადა თამარ არჩუაძემ.


შეგახსენებთ, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალი განაახლა. ევროპის საავიაციო ხელისუფლება ავიაკომპანიებს მოუწოდებს მიიღონ დამატებითი ღონისძიებები და გააძლიერონ სანიტარულ-ჰიგიენური ზომები COVID 19-ის რისკების შესამცირებლად.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up